95 წლის ბლოგი ლამარა აბჟანდაძე ქუთაისში იმყოფებოდა. პედაგოგი ჩვენი ქალაქის შესახებ სოციალურ ქსელში წერში.
,,დიდი მადლობა ჩემო სავარდო და სამაისო ქუთაისო. მადლობა ჩემ მეგობრებს , ნათესავებს, იმ მეზობლებს, რომლებიც წლების წინ არაყიშვილის ქუჩაზე მხატვრების ბინის წინ ერთ კორპუსში ვცხოვრობდით მშვიდად და ბედნიერად, განურჩევლად ეროვნებისა, აქ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან ქართველებს, რუსებს, ებრაელებს. ერთად ვიყავით ლხინშიც ჭირშიც. მე ვამაყობ იმით, რომ 15 წელი 32-ე სკოლაში ვიმუშავე მასწავლებლად, ვამაყობ ჩემი მოსწავლეებით. მახარებს ჩემი მოსწავლეების წარმატებები უზომოდ ვწუხვარ უდროოდ დაღუპულ ჩემ მოსწავლეებზე. 95 წლის ასაკში ვესტუმრე ქუთაისს და უზომოდ ბედნიერი ვარ განახლებული ქალაქის ნახვით. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ჩემო ქუთაისო, სავარდო და სამაისო ქუთაისო.” – წერს ლამარა აბჟანდაძე.