აჭარის ერთ-ერთ სოფელში, მამამთილმა რძალს სანადირო თოფიდან ზურგის არეში ესროლა.
34 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მამამთილის მიერ მოკლული ქალი თამუნა ჯიქიძეა.
“ჩემო თამუნია, ჩემო ცქრიალა და ყურადღებიანო ჩემო ბავშვობა, როგორ დაგვწყვიტე ყველას გული და გაგვანადგურე. ვაი, გული მეგლიჯება“, – წერენ სოციალურ ქსელში მეგობრები.
ოჯახის ახლობელის თქმით მამაკაცი კონფლიქტური იყო და ხშირად ჩხუბობდა. “10 დღით ფსიქიატრიულშიც მკურნალობდა,, – აცხადებს ქალბატონი.
გარდაცვლილის მეუღლე სამუშაოდ საზღვარგარეთაა.
შსს-ს ინფორმაციით, ის უკვე დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო.
მოკლულს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.