My open letter to the European Commission and European leaders;
ჩემი ღია წერილი ევროკომისიას და ევროპელ ლიდერებს;
I am a former Georgian President who defended the country from Russia during the invasion of 2008. I am writing you from a prison cell in Georgia, where being a Ukrainian citizen and a senior advisor to President Zelensky, I am imprisoned on charges that Amnesty International calls “a clear case of political revenge”. Ukraine’s leadership many times called for my return to Ukraine.
As you are aware, Georgia applied for the EU membership together with Ukraine and Moldova.
Georgian government is very far from any democratic standards and also refused to express solidarity with Ukrainian people fighting for their freedom. Our people unmistakingly have a European identity.
Still the Georgian government is not the Georgian people. We have been striving to go back to our European home for generations and even centuries. We have a vibrant civil society and more than 80% of Georgians support joining the European Union.
I call on you to lead this voice of my people many thousands of whom took to the street rallies, and grant Georgia the status of a candidate of the EU together with Ukraine and Moldova.
ჩემი ღია წერილი ევროკომისიას და ევროპელ ლიდერებს;
მე ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც დაიცვა თავისი ქვეყანა რუსეთის თავდასხმის დროს, 2008 წელს. მე გწერთ საქართველოს ციხის საკნიდან, სადაც, როგორც უკრაინის მოქალაქე და პრეზიდენტ ზელენსკის უფროსი მრჩეველი, ვიმყოფები ბრალდებით, რომელსაც Amnesty International „აშკარა პოლიტიკურ შურისძიებას“ უწოდებს. უკრაინის მთავრობამ მრავალჯერ მოითხოვა ჩემი დაბრუნება უკრაინაში.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, განაცხადი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანებაზე. საქართველოს მთავრობა ძალიან შორს არის დემოკრატიული სტანდარტებისგან. მან ასევე, უარი თქვა სოლიდარობა გამოეხატა თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენს ხალხს კი ნამდვილად აქვს ევროპული იდენტობა.
და მაინც, საქართველოს მთავრობა არ არის ქართველი ხალხი. თაობების და საუკუნეების განმავლობაშიც კი, ჩვენ ვისწრაფოდით დავბრუნებულიყავით ჩვენს ევროპულ ოჯახში. ჩვენ გვყავს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და საქართველოს მოქალაქეების 80% მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას.
მოგიწოდებთ, იხელმძღვანელოთ ჩემი ქართველი ხალხის ხმით, რომელიც ხმამაღლა ისმის მრავალი ათასი ადამიანის მიერ ჩვენს ქუჩებში, და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, მიანიჭოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
მიხეილ სააკაშვილი










