უკრაინელმა მოკრივემ, ოლექსანდრ უსიკმა მიმდინარე ომზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„ნამდვილად არ ვიცი, როდის დავბრუნდები რინგზე. ჩემი ქვეყანა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემპიონის ტიტული.
როდესაც საჰაერო თავდასხმა იწყება, ჩვენ ვიმალებით. რა თქმა უნდა, როცა ბევრნი ვართ, ვხალისობთ. თავს ვაიძულებთ გავერთოთ. ვცდილობთ ბავშვების გულისთვის კარგი განწყობა შევინარჩუნოთ.
თუ მათ სურთ ჩემი ან ჩემი საყვარელი ადამიანების სიცოცხლე წაგვართვან, მაშინ მეც იგივეს გაკეთება მომიწევს. მაგრამ მე ეს არ მინდა. მე არ მინდა სროლა, არ მინდა ვინმეს მოკვლა. თუმცა, თუ ისინი ჩემს მოკვლას დააპირებენ, მაშინ არჩევანი არ მექნება.
შეიძლება სენტიმენტალურად ჟღერდეს, მაგრამ ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი სხეული და პატივი ჩემს ქვეყანას, ჩემს ოჯახს. ასე რომ, შიში საერთოდ არ მაქვს. უბრალოდ გაუგებარია, როგორ შეიძლება ეს 21-ე საუკუნეში მოხდეს?
კრივი მეხმარება ვიყო მშვიდი და მენტალურად მომზადებული. ის ასევე მეხმარება დავეხმარო მათ, ვინც პანიკაშია და ნერვიულობს. ირგვლივ გიჟური დაბომბვაა.
ახლახან დაბომბეს მარიუპოლი, ჩემს ერთ-ერთ მეგობარს სახურავზე რაკეტა მოხვდა. რუსები თამაშებს არ თამაშობენ. ეს ჩვენი ქვეყანაა და ჩვენ თავს ვიცავთ, სხვანაირად არ შეგვიძლია. გთხოვთ, რომ შეაჩეროთ ეს ომი!
რუსებმა არ იციან აქ რა ხდება. ისინი ამას ვერ ხედავენ. ისინი თავიანთი პრეზიდენტის მსხვერპლნი არიან“.
უსიკი უკრაინის სამხედრო ძალებს შეუერთდა და სხვა სპორტსმენებთან ერთად, ქვეყნის სამსახურში დგას.










