ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობს და მისთვის კლინიკაში ადგილი არ არის.
„ჩემი სიკვდილი გინდათ ადგილი არა გაქვთ? კლინიკაში რომ დამაწვინოთ ვეღარ ვსუნთქავ 39.5 სიცხე მაქვს“, – დაწერა მიხეილ რამიშვილმა.
„პრაიმტაიმმა“ ადვოკატთან დაკავშირება სცადა. როგორც მისმა ოჯახის წევრმა განგვიცხადა, იგი ამ წუთებში საავადმყოფოში გადაჰყავთ.
ჩვენ ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი დეტალების გარკვევას ვცდილობთ.