ქუთაისში ჟურნალისტმა თვითდაზიანებები მიიყენა. ბუბა ჩივაძემ, გვიან ღამით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან კიდურები ბასრი საგნით დაზიანა.
მანამდე ჟურნალისტმა Facebook-ლაივი ჩართო და სავარაუდო სუიციდის შესახებ განაცხადა. ბუბა ჩივაძემ ქსელში დაწერა რომ, მისი “პროფესიული საქმიანობა დაუცველია ამ ქვეყანაში”.
“მივიღე გადაწყვეტილება?…… ნუ შეგეშინდებათ მეგობრებო და ჩემო გადარჩენილო ხალხო. ჩემი პროფესიული საქმინობა დაუცველია ამ ქვეყანაში. ………….. ერთ მაინც გავაკეთებ გადავარჩენ ათეულობით იმ ადამინებს რომელბიც ჩემნაირად შანტაჟის და ბულინგის მსხვერპლია.
ყველანი მიყვარხართ ❤️❤️❤️❤️
ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, როგორც ცნობილია მას ოპერაცია დასჭირდა.
უგონო მდგომარეობაში მყოფი ჟურნალისტის დედამ ,,მთავარს” განუცხადა, რომ შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე ის სახლში იმყოფებოდა და მასთან არაფერზე უსაუბრია. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული










