?? 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა მარიუპოლის „აზოვსტალიდან” წერს:
„ვოცნებობდი, უკრაინა ყოფილიყო სახელმწიფო, სადაც ჯარისკაცი პრეზიდენტის მეგობარია!
ყოველთვის მიყვარდა უკრაინა. ალბათ, ეს სიყვარული დედის რძესთან ერთად მივიღე.
დავიცვა – ჩემი სტიქიაა, რა თვისებასაც ბავშვობიდანვე ვავლენდი. როგორი ძლიერიც არ უნდა ყოფილიყო ჩემი მტერი – ჩემი სული ყოველთვის ეძებდა სამართალს!
და რატომ ვამბობ ამ ყველაფერს?
იმიტომ, რომ ბოლო ორი თვეა, პირადად მაქვს კომუნიკაცია უკრაინის პრეზიდენტთან. ეს არის როგორც სატელეფონო საუბრები, ასევე SMS შეტყობინებები შუაღამისას, როგორც ეს ნამდვილ მეგობრებს აქვთ, რომლებიც მხარს უჭერენ ერთმანეთს რთულ მომენტებში.
გამოდის, რომ ჩემი ოცნება ასრულდა – ჯარისკაცი და პრეზიდენტი მეგობრები არიან!
ახლა კი, როგორც ჩემი მეგობარი ამბობს:
„ოცნებისთვის არ გვცალია. ჩვენ არ გვაქვს ოცნება, ჩვენ გვაქვს უკრაინული მიზანი! ჩვენ დავაბრუნებთ ჩვენს ხალხს.. რატომ ვარ ამაში დარწმუნებული? იმიტომ რომ უკრაინაში ყველაფერი მოსულა!”
მეგობრებს ვენდობი და მჯერა მათი!
ჩემი მხრივ კი გარანტიას გაძლევთ, რომ საზღვაო ქვეითები შეუძლებელს შესაძლებლად გახდიან!
უკრაინა მარიუპოლია!!!”
https://www.facebook.com/serjvlk/posts/3274898329504003










