ქუთაისში სამი აგრარული ბაზარი გაიხსნა. მყიდველისათვის უკვე ღიაა ცენტრალური მწვანე ბაზარი. აქ მოხვედრა მხოლოდ ერთი შესასვლელიდანაა შესაძლებელი. დაწესებულია შიდა რეგულაციები. დაცულია დახლებს შორის დისტანცია. ბაზრის ხელმძღვანელის ოლეგ არღვლიანის განმარტებით ადგილზე ამ ეტაპზე 180 მოვაჭრეა. რაოდენობა გაიზრდება. ბაზრის გახსნის უაცილებლობაზე საუბრობენ, როგორც მყიდველები ისე გამყიდველები. შეზღუდვა აქ დასაქმებულთა იმ ნაწილის ჯიბეზე აისახა განსაკუთრებულად, რომლებიც საკუთარ წარმოებულ პროდუქტს ყიდიან
ძალის გადამეტებისთვის იმერეთის პოლიციის სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს
პროკურატურამ ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა. "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის ივლისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა...








