“ჩემთვის შენ იმდენჯერ გაცოცხლდები,რამდენჯერაც ჩატს გავხსნი და ერთმანეთისთვის გაგზავნილ სიმღერებს ჩავრთავ.” – წერს ლანა ჭიჭინაძე ზესტაფონში გარდაცვლილი 22 წლის ერეკლე პაპიძის შესახებ.
“შენ ახლაც ცოცხალი ხარ ჩემთვის
ყურში ჩამესმის შენი ინტონაციით ნათქვამი ” ნახე ეს რა მაგარი სიმღერაა ”
მთელი დღეა გაუჩერებლად ვატრიალებ პირველ სიმღერას ,რომელიც ერთმანეთის გარდა არავისთვის გაგვიზიარებია და ახლა პირველად ( უკანასკნელად ) ვაზიარებ საჯაროდ.
Sonata arctica-Shy – ხო, მართლაც რომ შენზეა ეს სიმღერა❤ ,ახლა ვისღა გავუგზავნო?!
მადლობა წვიმიან დღეებში ტკბილად ჩაძინებულს გაღვიძება, ადგომა და ჩემი დანიშნულების ადგილამდე მიყვანა რომ არ გეზარებოდა ხოლმე.
მადლობა დაუვიწყარი ფლეილისტისთვის
მადლობა წითელი ყვავილისთვის ❤” – წერს ლანა ჭიჭინაძე ფისბუკზე.
ერეკლე პაპიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით გუშინ დილას დაასრულა. გარდაცვლილის ახლობლის თქმით, ახალგაზრდამ დედა დილით სამსახურში მიაცილა, რის შემდეგაც სახლში დაბრუნდა და თავი ჩამოიხრჩო.
მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირთ ახლობლებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. .