ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის, გორი-შავშვების მონაკვეთზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა. გარდაცვლილი მამა-შვილი სალომე და ბესო ცეცხლაძეები არიან.
„დიანიუსის“ ინფორმაციით, გოგონა ჯერ 20 წლისაც არ იყო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ცეკვის მასწავლებელად მუშაობდა.
შემთხვევის შედეგად მამა-შვილი ადგილზე გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბანში ცხოვრობდნენ.
წყარო: დიანიუსი