“ჩამოვედი აქ, რათა გითხრათ, რომ საბერძნეთი თავიდან აშენებაში დაგეხმარებათ ????” – ნიკოს დენდია უკრაინიდან.
“ჩამოვედი აქ, რათა დავაფიქსირო საბერძნეთის მთავრობის მხარდაჭერა, ვაჩვენო მჭიდრო ურთიერთობა ჩვენსა და ამ ქალაქს შორის და გამოვხატო იმედი, მომავალთან დაკავშირებით,” განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს დენდიამ უკრაინიდან, კერძოდ ოდესიდან.
დენდია შეხვდა ვიცე-პრეზიდენტს, ოლგა სტეფანიშინას და დიდი მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ამ რთულ პერიოდში შეძლო ამ შეხვედრის გამართვა. მინისტრმა უკრაინელ მაღალჩინოსანს უთხრა: “ერთადერთი, რისი თქმაც ასეთ რთულ პერიოდში შემიძლია არის ის, რომ ჩვენ გავხდებით თქვენი მომავლის ნაწილი, დაგეხმარებით ამ ქალაქის აღდგენაში და ის კიდევ უფრო ლამაზი და ბევრად უკეთესი გახდება.”
ბერძენი მინისტრი ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელსაც გაესაუბრა და განაცხადა, რომ საბერძნეთი, როგორც ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა, ყველაფერს გააკეთებს უკრაინის დასახმარებლად.
როგორც უკვე ცნობილია, დენდიამ გენერალური საკონსულო თავიდან გახსნა და დიდი მადლობა გადაუხადა გენერალურ კონსულს, დიმიტრი დოხცისა და სხვა პერსონალს გაწეული სამსახურისთვის.










