გარდაიცვალა ბარბარე ბეჭვაია, გოგონა რომელიც შოშიების დაღუპული დედის მეგობარი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით ბარბარეს ცეკვის დროს გული გაუჩერდა.
,,გული ძალიან მტკივა Barbare Betchvaia 😢😢 შენთან სიკვდილს რაუნდოდა 💔 თავი სიზმარში მგონია😢😔😔
ჩემო სიცოცხლე შორენა ონიანი ჩაკიდე ხელი და სამოთხეში შენთან წაიყვანე ის შენ შვილებზე ზრუნავდა 🖤 🕊🕊🕊🕊” – წერს სოციალურ ქსელში გიგა ცხელიშვილი.
,,როგორ მიჭირს დაჯერება, რომ შენ აღარ ხარ…ადამიანი, რომელიც ერთი ნახვით ისეთ პოზიტივსა და სითბოს ტოვებდა შენში, რომ შეუძლებელი იყო დაგვიწყება.სულ ღიმილიანი სახე, თბილი თვალები, ყურადღებიანი და მეგობრული პოზიტივს აფრქვევდი ყველგან და ყველა ვითარებაში.მიხარია, რომ გიცნობდი, და საქმიანი ურთიერთობის გარდა, მეგობრობაც მაკავშირებდა შენთან.როგორ მენანები მიწისთვის ასეთი სიცოცხლით სავსე გოგო…გოგო, რომლის ნიჭმა პირველივე წუთებიდან მომხიბლა.კრეატივით სავსე, შარმიანი და ხალისიანი. ხუმრობით “ვერცხლის წყალს” გეძახდი, თავადაც გსიამოვნებდა და სიცილით ამბობდი: “მართლა რთულია ჩემი დაჭერაო”.სადაც ბარბარე იყო იქ იყო მხიარულება, პოზიტივი და ბავშვური სილაღე. ვიცი, იქაც გაღიმებული და ბედნიერი იქნები… გულით ლამაზო გოგო, მადლობა შენი დროისთვის თურმე ისედაც ცოტა გქონია.მშვიდობით, მეგობარო. 🕊️💔 Barbare Betchvaia” – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ჟვანია.