საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებული წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. მეგა ტვ-ს ჟურნალისტი დაინტერესდა როგორი დამოკიდებულება აქვთ არსებულ რეგულაციებზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. ,,თავისუფალი საქართველოს’’- ერთ-ერთი ლიდერის გოგი წულაიას თქმით, შეზღუდვების დაწესება მნიშვნელოვანია, თუმცა ეს ისე უნდა მოხდეს, რომ საზოგადოება შიმშილით არ დაიხოცოს, რასაც ჩვენი ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს-განაცხადა წულაიამ
თერჯოლაში მოქალაქეებს მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს იძულებით ჩამოართმევენ
თერჯოლაში მოქალაქეებს მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს იძულებით ჩამოართმევენ. ეკონომიკის მინისტრის ბრძანების თანახმად, ექსპროპრიაცია განხორციელდება 34 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელსაც 4 თანამესაკუთრე ჰყავს. დოკუმენტით ირკვევა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ექცევა...










