იელის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ჩაისა და ყავის მოხმარება ინსულტის, იშემიისა და დემენციის რისკს ამცირებს. კვლევაში მონაწილეობა 365 682-მა ადამიანმა მიიღო. ისინი კვლევას 2006-დან 2010 წლამდე შეუერთდნენ და ექიმები მათ ჯანმრთელობას 2020 წლამდე აკვირდებოდნენ. ამ დროის განმავლობაში 5 079 მათგანს ჭკუასუსტობა განუვითარდა, 10 053-ს კი ინსულტი. კვლევის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ის პირები, რომლებმაც კვლევაში მონაწილეობა მიიღეს კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან, ამიტომ შესაძლოა მიღებული შედეგები ზოგად მოსახლეობაში არსებულ სურათს სრულად არ ასახავდეს.
16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი ჰორიზონტზე ახალი ადამიანები და ახალი შესაძლებლობები ჩანს, რომლებიც აქამდე არ იყო. ეცადეთ, შესაძლებლობით ისარგებლოთ და ძველი ოცნებები აისრულოთ. რისკების და ექსპერიმენტების ნუ შეგეშინდებათ - სასარგებლო გამოცდილება მიზანთან დაგაახლოებთ. კურო...