– თუ ივანიშვილს ასე სურს, ასე მოხდება. არმაგედონი და მეორედ მოსვლაც რომ დაიწყოს, ივანიშვილი ამას მაინც გააკეთებს. ასე იყო სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების დროსაც, როცა აშკარად ჩანდა, რომ ზურაბიშვილი მოლოდინს არ ამართლებდა, მაგრამ ივანიშვილმა თავისი გაიტანა…” -ასე უპასუხა, პოლიტოლოგმა გრიგოლ გეგელიამ ,,კვირის პალიტრას” ჟურნალისტს კითხვაზე :– თუ გახარია მართლაც გახდება პრემიერი, ეს ვითარების ესკალაციას არ გამოიწვევს? “გავრილოვის ღამის” შემდეგ შს მინისტრის პოსტიდან მის გადადგომას საზოგადოების ნაწილი დღემდე ითხოვს.
გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, რომ ,,თუ ივანიშვილს სურს, გახარია გახდება პრემიერი! ფართო ჭრილში თუ შევხედავთ, გახარია ამისთვის ემზადებოდა. მას ამჟამად ხელთ უპყრია სამი პორტფელი – შს მინისტრის, ვიცე-პრემიერისა და უშიშროების საბჭოს მდივნის და, ფაქტობრივად, ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ადამიანია, ამიტომაც, ლოგიკას თუ მივყვებით, გასაკვირი არ იქნება, რომ ეს ფორმალური “ამაღლებაც” მოხდეს. “