შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.
ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულები არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1972 წელს დაბადებული მ.ე., 1990 წელს დაბადებული ლ.ა. და 1959 წელს დაბადებული ე.ლ. ხოლო, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 1972 წელს დაბადებული ი.კ.
დანაშაულები 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ადამიანით ვაჭრობის გეგმა შეიმუშავეს. გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით გადაიბირეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქე და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ. კერძოდ, დაზარალებულს, ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით, სხვა პირებისთვის, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ. ბრალდებულები ამ გზით მიღებულ თანხას კი პირადად ისაკუთრებდნენ.
გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმის შესახებ ცნობილი იყო ბრალდებული ი.კ.-სთვის, თუმცა მან სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის თაობაზე არ შეატყობინა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 დეკემბრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7015, ევრო – 3.1354, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5644 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ...
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების განლევას, ეტლზე მიჯაჭვულობას და ფატალურ შედეგს. საქართველოში დიუშენით დაავადებული 100 მდე ბავშვია რეგისტრირებული. საბედნიეროდ მსოფლიოში უკვე არსებობენ მედიკამენტები, რომლებიც ამ დაავადებას მნიშვნელოვნად აჩერებენ. მათ შორისაა მათ შორისაა ჯივინოსტატი (დუვიზატი) და ვამოლორონი, რომლებიც დაამტკიცა როგორც ევროპის წამლების სააგენტომ (EMA) ასევე აშშ სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA). საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და...
2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სოციალურად დაუცველების დასაქმების სახელმწიფო პროგრამა აღარ გაგრძელდება "შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამის ფარგლებში, პროექტის წინა ვერსიით გათვალისწინებული იყო საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი...
თბილისში, სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს ტაქსის მძღოლი, რომელსაც ქუჩაში ინფარქტი დაემართა, - ინფორმაციას Facebook-გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად" ავრცელებს. "სასწრაფო დახმარების თბილისის მე-10 ფილიალის 1032 ბრიგადა გამოძახებიდან ბრუნდებოდა, როდესაც ქუჩაში გამვლელები...
ვახტანგ გომელაური გულისხმობდა, რომ 2009 წელს არის სხვადასხვა ნივთიერებები შესყიდული, უბრალოდ, გაგიცრუვდათ იმედები და ეს არ არის „კამიტი“ - გავეცანი ყველა დოკუმენტაციას და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ შსს-ს ე.წ. კამიტი...
აქციების დროს არანაირი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება არ ყოფილა შსს მხრიდან გამოყენებული - რამდენიმე ადამიანმა ერთმანეთში „იჭორავა“ და ამაზე რაღაცა პროცესები აიგო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით,...
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ 11-წლიანი სწავლება იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენს ახალგაზრდებს სრულფასოვანი ზოგადი განათლება მივცეთ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი...
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოითხოვენ, საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას, თუ რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქიმიური ნივთიერების ხალხის...
11-კლასიან სწავლებაზე ჩვენ გადავალთ 2027-2028 სასწავლო წლიდან. დღეს ვინც მეცხრე კლასში სწავლობს, მას მოუწევს მეთერთმეტე კლასის დამთავრება სკოლაში,- ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ვისაც სურვილი ექნება მეთორმეტე კლასშიც...
სამწუხაროდ, BBC -ის ხელით გავრცელდა აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია. ნივთიერება შეიძლება იყოს წყლის ჭავლში გარეული, მაგრამ რა ნივთიერებაა გარეული ამაშია საქმე. BBC-მ იკადრა ტყუილი ზუსტად ამასთან დაკავშირებით -ნივთიერება „კამიტი“ საერთოდ არ ყოფილა...