შუქურთელები შიმშილობას განაგრძობენ. პირამოკერილი ადამიანების ჯანმრთელობა დღითი-დღე უარესდება, რადგან ამ დრომდე არ იციან აუნაზღაურებს თუ არა ჯორჯიან მანგანეზი მიყენებულ ზარალს. შუქრუთელებმა დახმარებისათვის ამერიკის საელჩოს მიმართეს, რომ სახელმწიფომ ქმედითი როლი შეასრულოს მათი უფლებების დაცვის მიზნით. თავად ამბობენ, რომ პროტესტი არ შეწყდება.
“ჩვენ აქედან არსად წასვლას ვაპირებთ. ან რეალურად გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები არსებითი პრობლემების მოსაგვარებლად ან ყველა თავისი თვალით იხილავს, რომ აქედან რამდენიმე მიცვალებულის გატანა მოუწევთ.
ჩვენზე, ჩვენ ჯანმრთელობასა და ჩვენ სიცოცხლეზე სრულად პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და კომპანია ჯორჯიან მანგანეზის ხელმძღვანელობას.
ჩვენი გაგზავნილი წერილის შემდეგ იყო კომუნიკაცია, გამოვიდა ადამიანის უფლებათა საკითხებში, ქალბატონი კელი დეგნანის პრემსდივანი, გაგვესაუბრა და იმედი გვაქვს, რომ რაღაც შედეგები მოყვება”,- აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
უკვე 100 დღეზე მეტია ადგილობრივები კომპენსაციას ითხოვენ, შიმშილობის დაწყებიდან 29 დღე გავიდა. მათი ნაწილი კი, წყალის მიღებაზე უარს აცხადებს.









