ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ქობულეთის “შუქურამ” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა. შეხვედრაში ფავორიტად ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “დინამო” მიიჩნეოდა,თუმცა ამ ფაქტს ქობულეთელებისთვის ხელი არ შეუშლია და მატჩის მე-2 წუთზე გია აფხაზავას გოლით დაწინაურდნენ კიდეც.
ცივი წყლის გადავლების ეფექტმა “დინამოელებზე” იმოქმედა,თუმცა შეხვედრის 23-ე წუთზე დავით კობოურმა წონასწორობის აღდგენა შეძლო და ტაბლოზე 1-1 ვიხილეთ.
იქმნებოდა შეგრძნება ,რომ მატჩი ფრე დასრულდებოდა ,მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებული (5 წუთი) + წუთზე მარუშიჩმა გოლის გატანა შეძლო და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა, 2-1.
ამ გამარჯვებით თბილისის “დინამო” სატურნირო ცხრილში 16 ქულით 1 ადგილზეა,მათი მდევარი ბათუმის “დინამოა” ,რომელსაც დღეს 21:00 საათზე მნიშვნელოვანი შეხვედრა “სამგურალის” წინააღმდეგ ელოდება .