შტოში ბუნებრივ ანტიბიოტიკად მიიჩნევა, მდიდარია ანტიოქსიდანტებით, მასში უხვადაა ასკორბინის მჟავა – C ვიტამინი. ამ კენკრის უნიკალური უნარია შეაჩეროს ორგანიზმის დაბერების პროცესი.
ტრადიციულად შტოშს იყენებდნენ როგორც თავის ტკივილის საწინააღმდეგო საშუალებას მაღალი ტემპერატურის, აგრეთვე სურავანდის დროს.
შტოში ავიტამინოზის პროფილაქტიკის არაჩვეულებრივი საშუალებაა, მასში შემავალი ვიტამინები ისინი განამტკიცებენ ნერვულ სისტემას და დიდხანს უნარჩუნებენ სილამაზეს კანსა და თმას.
შტოშის წვენი კარგია გაციების პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ. აქვს სიცხის დამწევი ეფექტი, კლავს წყურვილს, გარდა ამისა, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს, რომლებიც ავადმყოფობისას გროვდება. ყელის ტკვილის დროს ძალიან კარგია თაფლით გაზავებული შტოშის წვენი.
შტოში ზრდის კაპილარების სიმტკიცესა და ელასტიკურობას. გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ შტოში აბრკოლებს პილორუსის ჰელიკობაქტერიის (Helicobacter pylori) გამრავლებას, რომელიც კუჭის წყლულს იწვევს, თუმცა კენკრა კარგია მხოლოდ პროფილაქტიკისთვის. თუ დაავადება უკვე ჩამოყალიბდა, მის მირთმევას არ გირჩევთ. შტოში უკუნაჩვენებია აგრეთვე მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ღვიძლის დაავადებების დროს.
ცნობილია, რომ შტოში აძლიერებს ანტიბიოტიკების მოქმედებას, ამიტომ ის საუკეთესო დამატებითი სამკურნალო საშუალებაა ცისტიტის, ნეფრიტის, ქალური ანთებითი დაავადებების დროს. თუ ცისტიტი ხშირად გაწუხებთ, რეგულარულად მიიღეთ 2 სუფრის კოვზი შტოშის წვენი დღეში ორჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს თავიდან აგაცილებთ ინფექციის გამწვავებას. ამ შესანიშნავი კენკრის ანტიბაქტერიული თვისებები არანაკლებ აღაფრთოვანებს სტომატოლოგებს. შტოში აფერხებს ბაქტერიების გამრავლებას, იცავს კბილებს კარიესისგან, ხოლო ღრძილებს – ანთებითი პროცესებისგან.