შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია თბილისის პარალელურად რეგიონებშიც აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, დაცვის პოლიციისა და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონის თანამშრომლები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრნენ.
„ვაქცინაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ, კვირის ნებისმიერ დღეს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან, როგორც „სინოვაკის“ ,„სინოფარმის“ ვაქცინით, ასევე „ფაიზერის“ ვაქცინით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების „COVID-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სამინისტროს 19 ათასამდე თანამშრომელია ვაქცინირებული“, – აცხადებენ სამინისტროში.