შინაგან საქმეთა სამინისტრომ And Then We Danced-ში პორნოგრაფიის ნიშნები ვერ დაინახა და გამოძიება არ დაიწყო.
“მიმდინარე წლის 8 ნოემბერს მოქალაქე დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ სამინისტროში შემოტანილ იქნა განცხადება თანდართული მასალებით, რომლის თანახმად, აღნიშნული პირი მოითხოვდა ფილმის შინაარსის შესწავლამდე, მისი ჩვენების შეზღუდვას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, განცხადებაზე გამოძიება არ დაუწყია”, — განმარტავენ შსს-ს პრესსამსახურში.
8, 9 და 10 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში And Then We Danced-ის ქართული პრემიერის პარალელურად აქციები გაიმართა. თბილისში აქციის ორგანიზატორები ლევან ვასაძე, ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე და ჰომოფობიური დაჯგუფების წარმომადგენლები გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე იყვნენ. ბრეგაძე და ვასაძე ამირანთან, ხოლო ფალავანდიშვილი თბილისი გალერიაში იმყოფებოდნენ და სეანსის ჩაშლას ცდილობდნენ.
8 ნოემბერს აგრესიული ჯგუფები მშვიდობიანი მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს პიროტექნიკას და სხვადასხვა ნივთს ისროდნენ, შემდეგ კი პარაკლისი გადაიხადეს. რაც შეეხება ბათუმში გამართულ ჩვენებას, კინოთეატრ აპოლოში დემონსტრანტებმა კვერცხები და შუშხუნები შეყარეს.
აგრესიული პირების თავდასხმის გამო, თბილისში აქციაზე დაშავდნენ ანა სუბელიანი, დავით ბერძენიშვილი და ერთი პოლიციელი. ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით ჩვენების პირველ დღეს პოლიციამ 28 პირი დააკავა, მათ შორის ერთი სისხლის სამართლის კოდექსით.
მიუხედავად პროტესტისა, ჩვენება ყველა კინოთეატრში დაგეგმილ დროს დაიწყო და არც ერთი სეანსი არ ჩაშლილა.
და ჩვენ ვიცეკვეთ, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის (იგივე უცხოენოვანი ფილმის) კატეგორიაში შვედეთის სახელითაა გაგზავნილი. ფილმის რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა. ფილმმა არა ერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა,