LIVE TV
სამშაბათი, თებერვალი 17, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

შსს კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2020/02/27-ში
63
ნახვა
გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტრო კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით ღონისძიებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ მაღალი რისკის ქვეყნებად განსაზღვრულია 4 სახელმწიფო: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია.საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში ამოწმებენ აღნიშნული ქვეყნებიდან შემომავალ მგზავრებს.

„ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარ სამმართველო, საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის და დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში უზრუნველყოფს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმებას და საქართველოში მათი განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას.

ამ დროისთვის, მაღალი რისკის ქვეყნებად განსაზღვრულია 4 სახელმწიფო: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია. ასევე, რისკ ჯგუფად განისაზღვრა ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იდენტიფიცირებული არიან, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რისკის ზონად ნომინირებულ სახელმწიფოებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარ სამმართველოს თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში ამოწმებენ ზემოაღნიშნული ქვეყნებიდან შემომავალ მგზავრებს, ასევე იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ხსენებულ სახელმწიფოებში.

მგზავრთა ინტენსიური შემოწმება მიმდინარეობს სასაზღვრო სახმელეთო გამტარ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სადახლო“, „სარფი“ და „დარიალი“, ასევე, საჰაერო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – საქართველოს სამივე აეროპორტში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. გარდა ამისა, აღნიშნულ გამტარ პუნქტებში მუდმივად მორიგეობს სამედიცინო პერსონალი.

აღნიშნულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მესაზღვრის მიერ ხდება ქვეყანაში შემომსვლელი მგზავრის რისკის პირველადი შეფასება მისი ე.წ. მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე და საჭიროების შემთხვევაში, მისი ადგილზე მყოფ მორიგე ექიმთან გადამისამართება.

რაც შეეხება სხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტებს, მესაზღვრის მიერ რისკის დაფიქსირების შემთხვევაში ხდება სამედიცინო ბრიგადის გამოძახება, რომელიც ამოწმებს მგზავრს და შედეგის მიხედვით ტარდება შესაბამისი პროცედურები.

საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში, 25-დან 30 ათასამდე მოქალაქე შემოდის. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შემომსვლელი მგზავრი, ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოფიციალურად განსაზღვრულ რისკ ჯგუფის ქვეყანაში, მისი სავალდებულო სამედიცინო შემოწმება არ ხდება.

ასევე, გაცნობებთ რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტებს შეეზღუდოთ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში თავისუფალი გადაადგილება.

გაზიარება26

დაკავშირებული -პოსტები

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

თებერვალი 17, 2026
7
ამინდი

17 თებერვალი - სამშაბათი   დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ჩრდილო-მთიან რაიონებში ზოგან წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით...

დაწვრილებითDetails

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

თებერვალი 17, 2026
129
მთავარი

ვერძი   დღეს, სამსახურში მოსალოდნელია ურთიერთგამომრიცხავი სიტუაციები, მოულოდნელობები. დააკვირდით ირგვლივ მყოფებს, მოსალოდნელია არასტაბილური ემოციური მდგომარეობა.   კურო   მოუფრთხილდით ნერვებს, მოთოკეთ ემოციები, ზოგადად, მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.  ...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასი ისევ გაიზარდა

თებერვალი 16, 2026
239
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე უნცია ოქროს ფასი ისევ იზრდება. ბიზნესპრესნიუსი აქვეყნებს Gold price-ს მონაცემებს, რომლის თანახმად, თბილისის დროით 12:30 საათზე ერთი უნცია 5 006 დოლარი ღირს. ამასთან, 76.84 დოლარი ღირს უნცია ვერცხლი....

დაწვრილებითDetails

ხანძრის შედეგად დაღუპული ქალის ვინაობა ცნობილია

თებერვალი 16, 2026
1.4k
მთავარი

თელავში ხანძრის შედეგად დაღუპული 75 წლის ქალი, რუსული ენისა და ლიტეტრატურის სპეციალისტი, ლუდა ბანოვსკაიაა. ქალი სახლში ვაჟთან ერთად ცხოვრობდა, რომელმაც ალმოდებული შენობის დატოვება მოასწრო. შენობა ნაწილობრივ დაიწვა, შიგნით დარჩენილი ქალი კი,...

დაწვრილებითDetails

მეუფე იაკობი ამერიკაში იმყოფება

თებერვალი 16, 2026
88
მთავარი

მეუფე იაკობი სამუშაო ვიზიტით ამერიკაში იმყოფება. საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (SANGU) დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი სანგუში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ამერიკის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება

თებერვალი 16, 2026
34
მთავარი

დღეს, 18:00 საათზე „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერი მედიასთან გააკეთებს კომენტარს

დაწვრილებითDetails

ვისთვის შეიცვლება ცხოვრება რადიკალურად 17 თებერვლიდან – ასტროლოგები ასახლებენ

თებერვალი 16, 2026
292
მთავარი

17 თებერვალი ასტროლოგიურ კალენდარში ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური და ამავდროულად რადიკალური ენერგიების მქონე დღეა. ეს არის პერიოდი, როდესაც ცაზე ენერგეტიკული "გადაწყობა" ხდება - მზე ემზადება თევზების ზოდიაქოში გადასასვლელად, რაც მერწყულის რაციონალურ,...

დაწვრილებითDetails

“აუცილებელია შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა” – რა შემთხვევაში იქნება დასაშვები 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილის იმპორტი

თებერვალი 16, 2026
57
მთავარი

საქართველოში 1 აპრილიდან 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის მსუბუქი ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია იკრძალება. საკითხის ირგვლივ მოქალაქეების მხრიდან არაერთი კითხვა ისმის, მათ შორის, იმ პირებს, რომლებმაც ახლახანს...

დაწვრილებითDetails

სკოლაში მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა

თებერვალი 16, 2026
1.8k
მთავარი

ქობულეთის ერთ-ერთი სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა  ინფორმაციას აჭარა თაიმსი ავრცელებს. სავარაუდო მიზეზი ბულინგია. თვითმხილველების ცნობით, ინციდენტი სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციელები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი....

დაწვრილებითDetails

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 16, 2026
291
მთავარი

ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ გამოცხადებული ტენდერი 31 მარტს დასრულდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, სატენდერო დოკუმენტაციაში ტექნიკური პარამეტრებისა და...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».