შსს-ს მართლწესრიგის ოფიცრები, ბაგებში მდებარე სტუდქალაქში, ორ მისამართზ,ე თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე იმყოფებოდნენ – შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრები, ბაგებში მდებარე სტუდქალაქში, ორ მისამართზე თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე იმყოფებოდნენ. შემოსული შეტყობინება ფართების დაკანონების თემას ეხებოდა და მართლწესრიგის ოფიცრებმა გადაამოწმეს აღნიშნულ მისამართებზე ცხოვრობდნენ თუ არა კონკრეტული პირები”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბაგების სტუდქალაქში შესვლასთან დაკავშირებით წერს.
სტუდქალაქში სამართალდამცავების შესვლასთან დაკავშირებით მოძრაობა “მაისის სტუდენტური მოძრაობა” წერს და აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სტუდენტურ საცხოვრებელში პოლიციელები შედიან.