LIVE TV
სამშაბათი, იანვარი 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“შრომის კოდექსის ცვლილება შრომის არალეგალურ ბაზარს გაააქტიურებს” – გურამ გიორგაძე

დაპოსტა 2019/09/14-ში
174
ნახვა
გაზიარება

დაგეგმილი სახით შრომის კოდექსის ცვლილება შრომის არალეგალურ ბაზარს გაააქტიურებს – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის მოადგილე გურამ გიორგაძემ სამუშაო შეხვედრაზე „შრომითი უფლებები საქართველოში: ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმები“ განაცხადა.

ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ შეხვედრაზე კანონის პროექტთან მიმართებაში ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული შენიშვნები და წინადადებები წარმოადგინა. ბიზნესომბუდსმენის აპარატს შრომის კოდექსზე – 6, შრომის ინსპექციის კანონზე კი 17 შენიშვნა–წინადადება აქვს.

„პარლამენტში დარეგისტრირდა კანონის პროექტები „საქართველოს შრომის კოდექსის“ და „შრომის ინსპექციის შესახებ“. კანონის პროექტებში ასახული ცვლილებები ფუნდამენტურად ცვლისშრომითი ბაზარზე დღეს ბიზნესისთვის არსებულ წესებს და ძირეულად ცვლის დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობების ფორმატს. მიგვაჩნია, რომ დაგეგმილი სახით შრომის კოდექსის ცვლილება შრომისარალეგალურ ბაზარს გაააქტიურებს. არსებული ფორმით „საქართველოს შრომის კოდექსის“ და „შრომის ინსპექციის შესახებ“ კანონის პროექტების მიღება აჩენს საფრთხეს, ჩრდილოვან სექტორშიგადავიდეს დამსაქმებლის და დასაქმებულთა ურთიერთობები, რაც გააუარესებს დასაქმებულისმდგომარეობას და წინააღმდეგობაში მოდის დაგეგმილი ცვლილებების მთავარ მიზანთან. ვფიქრობთ, რომ დაგეგმილი ფორმით შრომითი ბაზრის რეფორმირება ნეგატიურად იმოქმედებსბიზნესგარემოზე და შესაძლოა, გავლენა იქონიოს საქართველოს პოზიციებზე გავლენიან ბიზნეს რეიტინგებში, მათ შორის, გავლენა მოახდინოს მსოფლიო ბანკის Doing Business-ში საქართველოს მე-6 პოზიციის გაუარესებაზე. შესაბამისად,კრიტიკულად მნიშვნელოვანია აღნიშნული კანონის პროექტების მიღებამდე რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) ჩატარება და აღნიშნულიდოკუმენტის ანალიზის მიხედვით, კანონის პროექტების არსებული ვერსიების დაკორექტირება“, – განაცხადა გურამ გიორგაძემ.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ შემუშავებული წინადადებებისა და შენიშვნების მიხედვით, კანონისპროექტების დღეს არსებულ ვერსიაში, ბიზნესისთვის კრიტიკულ საკითხებს შორისაა: ვადიან შრომით ხელშეკრულებებზე შეზღუდვა, შრომითი ხელშეკრულებების ზეპირი ფორმითგაფორმების აკრძალვა, ერთზე მეტ სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმებაზე დამატებითი შეზღუდვები, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობის შეზღუდვა. „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ხშირი, აორაზროვანი და ბუნდოვანი ჩანაწერები. მნიშვნელოვანია კანონში დეტალურად გაეწეროს შრომის ინსპექციის მრჩეველთასაბჭოს ფუნქციები. ასევე, აუცილებელია განისაზღვროს სამუშაო ადგილზე შრომის ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით საჩივრის დამწერ პირთა წრე (ინსპექციას მხოლოდ დაზარალებულისსაჩივრის შემთხვევაში უნდა ჰქონდესინსპექტირების უფლებამოსილება), დაუშვებელია შრომის ინსპექციას მიეცეს უფლება, განახორციელოს ნებისმიერი სამუშაო ადგილის ან სამუშაო სივრცის ინსპექტირება განუსაზღვრელი ვადით. შრომის ინსპექტორს უნდა შეეზღუდოს„გამოკითხვის“ ჩატარების უფლება. კანონში უნდა განისაზღვროს ინსპექტირების მიზნებისთვისდალუქული/ამოღებული დოკუმენტის, ნივთის, ნივთიერების თუ მასალის დამსაქმებლისთვის უკან დაბრუნების ვადები. დაუშვებელია, შრომისინსპექციისთვის ადმინისტრაციული სახდელების დაკისრებასთან დაკავშირებით დისკრეციულიუფლებამოსილების მინიჭება.

სამუშაო შეხვედრაზე – „შრომითი უფლებები საქართველოში: ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმები“ საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი,ბიზნესომბუდსმენის მოადგილე გურამ გიორგაძე და საერთაშორისო ორგანიზაციების, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერასაქართველოში“ (PROLoG), შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილეს.

თეგები: არალეგალური ბაზარიდასაქმებაშრომის ინსპექტირებაშრომის კანონი
გაზიარება70

დაკავშირებული -პოსტები

კახა კალაძე მიმართვას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
1k
კახა კალაძე
მთავარი

„როგორც იცით, თბილისში ძალიან მაგრად თოვს. ჩვენ გუშინ, გუშინწინ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული, მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ცენტრალური ქუჩები, გამზირები სრულად არის...

დაწვრილებითDetails

“ვლადიმერ პუტინი ღაზას „მშვიდობის საბჭოს“ წევრად მიიწვიეს” – დიმიტრი პესკოვი

იანვარი 19, 2026
42
მთავარი

ვლადიმერ პუტინმა ღაზას სექტორის „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით მოწვევა მიიღო, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „პუტინმა დიპლომატიური არხებით მიიღო მოწვევა „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით. ვსწავლობთ ამ წინადადების...

დაწვრილებითDetails

“პრეზიდენტის საქმეა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები”- გია ვოლსკი

იანვარი 19, 2026
59
მთავარი

მან იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან აქციების პერიოდში დაკავებული პირების შესაძლო შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა....

დაწვრილებითDetails

” არ შეიძლება ოჯახების გაყოფა, მეგობრების წაჩხუბება, ეს ველურობაა სხვა არაფერი” – მეუფე იკაობი

იანვარი 19, 2026
57
მთავარი

ბოდბელმა მიტროპოლიტმა წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა.   ამ დიდ დღეს ჩვენს მთავრობას და მხედრობას ვულოცავ, ჩვენს ოპოზიციას ვულოცავ, ჩვენს იმ ადამიანებს ქუჩებში...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

იანვარი 19, 2026
117
მთავარი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე, რომელიც სუს-ის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილთან დაახლოებული პირია, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა უფლებადამცველმა განუცხადა, ხუნდაძემ პენიტენციური დაწესებულება პარასკევს, 16 იანვარს, გირაოს...

დაწვრილებითDetails

“ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“დანიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია” – ტრამპი

იანვარი 19, 2026
48
მთავარი

ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“. სამწუხაროდ, დანიას ამასთან დაკავშირებით არაფრის გაკეთება არ შეუძლია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს. „ახლა დროა და...

დაწვრილებითDetails

ქარბუქი, ლიპყინული, ზვავსაშიშოება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

იანვარი 19, 2026
394
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან – ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, გზებზე...

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
771
მთავარი

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი დარეჯან სულაშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ადვოკატი განმარტავს, გიგა ავალიანის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, დ.ჩ-სთვის ბრალის დამძიმებამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია და განმარტავს, რატომ არის სახეზე განზრახ განსაკუთრებით მძიმე...

დაწვრილებითDetails

ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა

იანვარი 19, 2026
83
მთავარი

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. შემთხვევა წუხელ მოხდა, როდესაც მადრიდის მიმართულებით მიმავალი მატარებლის ვაგონები ლიანდაგიდან გადავიდა და ადამუზში, ქალაქ კორდობასთან...

დაწვრილებითDetails

როდემდეა მოსალოდნელი დიდთოვლობა და ყინვა

იანვარი 19, 2026
166
ამინდი

20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ  საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიპყინული, მთიან რაიონებში - ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».