საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიმართვის საფუძველზე სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დარღვევების იდენტიფიცირების მიზნით არაგეგმიური ინსპექტირება ჩაატარა შპს ორი ნაბიჯის (ს/ნ: 204571668) რუსთავში მდებარე სამ სხვადასხვა ობიექტზე.
ინსპექტირების შედეგად გამოიკვეთა შრომის უსაფრთხოების ნორმების შემდეგი დარღვევები:
ორგანიზაციის მხრიდან წარმოდგენილ იქნა თანამშრომლებისათვის სწავლების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი სათანადო ხელმოწერებით, მაგრამ დასაქმებულებთან გასაუბრებით გამოიკვეთა, რომ მათ არ აქვთ ჩატარებული სათანადო ინსტრუქტაჟები. ასევე, წარმოდგენილი დოკუმენტით ვერ დასტურდება პირველადი დახმარების თემატიკით სწავლებების ჩატარება (არ არის წარმოდგენილი შესაბამისი თემატიკა/მოდული). შესაბამისად, ჩატარებული ინსტრუქტაჟების არაეფექტურია და დასაქმებულებს არ აქვთ მიღებული მაქსიმალური ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე რისკებზე.
დასაქმებულები არ არიან აღჭურვილი სამუშაო ტანსაცმლით (ტენმედეგი წინსაფარი ან ხალათი), ფეხსაცმლით (ტენმედეგი და ასრიალებისგან დასაცავი), სათვალე.
ორგანიზაციის ტერიტორიაზე სრულყოფილად არ არის განთავსებული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ნიშნები (მაგ: საევაკუაციო ნიშნები, პირველადი სამედიცინო დახმარების).
ორ ობიექტზე, ინსპექტირების პროცესში ვერ იქნა იდენტიფიცირებული ტვირთის გადასატანი საშუალება, რომელიც დასაქმებულებმა უნდა გამოიყენონ ფიზიკური დატვირთვის შესამცირებლად.
არ არის მოწყობილი დასაქმებულთა მოსასვენებელი ოთახები (ფართი) და სხვა.
შპს ორი ნაბიჯის მიმართ გაიცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და შესაბამისი მითითებები. დამსაქმებელს სახდელის სახით განესაზღვრა გაფრთხილება, ხოლო დარღვევის გამოსასწროებლად განესაზღვრა 30 (ოცდაათი) დღე.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ივლისის თვეში, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას მომართეს შპს ორი ნაბიჯის მაღაზიათა ქსელის ქ. რუსთავის ფილიალებში დასაქმებულებმა. მიმდინარედ, სამი დასაქმებულთან შეწყვეტილია შრომითი ურთიერთობა.
დასაქმებულთა ინტერესებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება დაიცავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით - 2011 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თემქის დასახლებაში მდებარე პარკში,...
ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვას ირანელთა ნაწილი გლოვობს და ნაწილი - ზეიმობს. BBC Persian-ის ცნობით, გადაამოწმა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ხალხი წუხელ რამდენიმე ქალაქში ზეიმობდა. ცენტრალურ ირანში, ისპაჰანის...
ირანის სახელმწიფო ტელევიზია ადასტურებს, რომ ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მედიამ ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს განცხადება, რომელიც ხამენეის დაღუპვას ოფიციალურად ადასტურებს და...
Wizz Air დროებით წყვეტს ფრენებს ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებებით ავიაკომპანია Wizz Air ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. ირანში უსაფრთხოების ვითარების ბოლო დროინდელი ესკალაციის ფონზე, ავიაკომპანია დაუყოვნებლივ აჩერებს ყველა რეისს ისრაელის,...
აშშ-ში ისრაელის ელჩმა ამერიკელ მაღალჩინოსნებს აცნობა, რომ აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ის ჟურნალისტი, ბარაკ რავიდი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „აშშ-ში ისრაელის ელჩმა, იეჰიელ ლეიტერმა ვაშინგტონში მაღალჩინოსნებს აცნობა,...
ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის პედაგოგები ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, მაია ცქიტიშვილს, წერილით მიმართავენ. პედაგოგებმა აღნიშნული წერილს "ქუთაისიპოსტი" ავრცელებს. მათი განცხადებით: "სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოების მიერ დაიწერა...
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი დეკანოზ კონსტანტინე გიორგაძის გარდაცვალების გამო 63 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამორჩეული სასულიერო პირი, 7 შვილის მამა, დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე. ამქვეყნად შედარებით ხანმოკლე მყოფობის მიუხედავად,...
პატარა დაჩის საზოგადოების დახმარება სჭირდება: ძალიან ძალიან გვჭირდებით გთხოოვთ გემუდარებით მუხლმოდრეკილი გევედრებით, ყველამ მცირედი რომ გაითოთ ამ თანხას აუცილებლად ავაგროვებთ.ძალიან გთხოვთ გეხვეწებით,შეიბრალეთ ჩემი შვილი , დრო აღარაა თუ გაიღებთ მცირედს ჩემი...
საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე დედას ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 11 წლის არასრულწლოვანი შვილი სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირა და 2023...
ირანში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, ინფორმაციას ავრცელებს. „რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ მგზავრობისგან ირანის ტერიტორიაზე და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს: +98 912 299 77...