“შპს ლევიკოს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისაგან დაუბრუნდა სადაო ქონებები” – ამის შესახებ ადვოკატი რობიზონ ხურცილავა თავის ოფიციაურ ფეისბუკ გვერდზე წერს.
“2007 წელს საოლქო პროკურატურის მიერ განხორციელებული მუქარის შედეგად შპს ლევიკომ 1 500 000 ლარის ღირებულების ქონებები ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აჩუქა.
აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულებები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი და შპს ლევიკოს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისაგან დაუბრუნდა სადაო ქონებები. #ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია” – წერს რობიზონ ხურცილავა
როგორც მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, პროკურატურისაგან დაჭერის მუქარის გამო მისი დაცვის ქვეშ მყოფი იძულებული იყო უძრავი ქონება ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის გადაეცა საჩუქრად.