საქართველოში ჩამოსულ შოტლანდიის ნაკრების გულშემატკივრებს შორის არიან ორგანიზაცია TA Sunshine Appeal-ის წარმომადგენლები. აღნიშნული ორგანიზაცია შოტლანდიელმა ფანებმა 2003 წელს ჩამოაყალიბეს. ისინი დონაციას ახორციელებენ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მათი საყვარელი ნაკრები გასვლით მატჩს მართავს.
ჰოსპისი “ციცინათელების ქვეყანა” ემსახურება ქრონიკული, უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს, რომლებსაც შეზღუდული სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვთ დარჩენილი.










