შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი კიდევ ერთი ცხედარი იდენტიფიცირებულია.
კოტე მაისურაძის გარდაცვალება დადასტურდა. ახალგაზრდა სტიქიას დედასთან და დასთან ერთად ემსხვერპლა.
კოტე მაისურაძე საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო. სასწავლებელი ყოფილ სტუდენტს ემშვიდობება.
,,საქართველოს უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი კურსდამთავრებულის, კოტე მაისურაძის გარდაცვალების გამო.
შოვის სტიქიამ, კოტეს სახით, კიდევ ერთი ახალგაზრდა, ენერგიით აღსავსე და ნიჭიერი ადამიანი წაგვართვა. ამ ამბით სულით ხორცამდე შეძრულები ვართ.
ყველა ჩვენგანი, სტუდენტები, ლექტორები და თანამშრომლები დიდი თანაგრძნობით ვუსამძიმრებთ კოტეს ოჯახსა და ახლობლებს ამ უდიდესი დანაკარგის გამო”, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.