“შმაქსი” დედაქალაქის შემდეგ ქუთაისის ქუჩებში დღეიდან გამოჩნდება.
როგორც “გირჩი”-ს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი ამბობს, ქუთაისში პირველ ეტაპზე მხოლოდ ერთი “შმაქსი” ივლის, მოთხოვნის შემთხვევაში კი მათი რაოდენობა გაიზრდება.
“გირჩის” მხარდამჭერის დათო ჯიშკარიანი თქმით, ეს ნაბიჯი ქუთაისის მერიის ერთგვარი გაფრთხილებაა.
როგორც ცნობილია “შმაქსის” მძღოლები ერთგვარი განმანათლებლების როლს შეასრულებენ და მგზავრებიც თანხას არა მანძილის, არამედ მოსმენილი ლექციის ხანგრძლივობის მიხედვით გადაიხდიან.
“შმაქსი” თბილისში ტაქსებზე დაწესებული რეგულაციების საპასუხოდ დაფუძნდა.