LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„შლაპას“ კრიმინალურ დინასტია – ფარული ჩანაწერები და გამოძიებები

„შლაპას“ კრიმინალურ დინასტია – ფარული ჩანაწერები და გამოძიებები

დაპოსტა 2021/02/18-ში
A A
559
ნახვა
გაზიარება

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქართველი „კანონიერი ქურდის“, როლანდ გეგეჭკორის მიმართ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რაც კრიმინალურ იერარქიაში მაღალ საფეხურზე ყოფნას, ანუ დანაშაულბრივი დაჯგუფების ხელმძღვანელობას გულისხმობს. ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.

გამოძიების თანახმად, გეგეჭკორი იყენებს თავის პოზიციას კრიმინალურ იერარქიაში, ავტორიტეტს და კრიმინალურ გარემოში გავლენას, დაღესტნის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დანაშაულებრივი საქმიანობის ორგანიზების, წარმართვისა და კოორდინაციის მიზნით, ”რის გამოც საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას“.

ამჟამად საქმეზე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები და შესაბამისი ზომები ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.

ვიდეო: როგორ სძალავდნენ ფულს ე.წ კანონიერი ქურდები ბიზნესმენებს ↓

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ როლანდ გეგეჭკორთან დაკავშირებული კრიმინალური დაჯგუფება საქართველოშიც დააპატიმრეს, მათ შორის ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით აიყვანეს – 61 წლის როინ გეგეჭკორი და 56 წლის კახა ქირია დააპატიმრა.

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ორივე პირს კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფ როლანდ გეგეჭკორთან, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „შლაპას“ მეტსახელით იცნობენ – როინ გეგეჭკორი „შლაპას“ ძმა, კახა ქირია კი მისი უახლოესი გარემოცვის წევრია.

როგორ სძალავდნენ ფულს ბიზნესმენებს? რა ფარული ჩანაწერი ვრცელდება ამ საქმეზე და რა ვიცით გეგეჭკორების კრიმინალური დინასტიის შესახებ, სადაც ერთი ოჯახის ოთხი წევრი „კანონიერი ქურდის“ სტატუსს ფლობს

„2020 წლის 18 ნოემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბრალდებულებმა გამართეს ქურდული გარჩევა, რომელზეც აღნიშნული ბიზნესმენები მათ საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდს“ – როლანდ გეგეჭკორს ინტერნეტის საშუალებით გაასაუბრეს.

ე.წ. „კანონიერმა ქურდმა“ ბიზნესმენებს 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე 10 000 – 10 000 ლარის გადახდა დააკისრა.

როლანდ გეგეჭკორმა, ასევე, კატეგორიულად მოითხოვა, რომ ბიზნესსაქმიანობიდან მიღებული მოგების თანხა მომავალში თანაბრად განაწილებულიყო ბიზნესმენებსა და მას შორის“, – აცხადებენ შსს-ში.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები საკუთარ საცხოვრებელ სახლებში მას შემდეგ დააკავეს, როცა ერთ-ერთმა დაზარალებულმა მათ მოთხოვნილი თანხა – 10 000 ლარი გადასცა.

პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 9987 ლარი და „გეკოს“ ტიპის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამართალდამცველებმა, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

როლანდ გეგეჭკორი „კანონიერ ქურდად“ 1985 წელს, 27 წლის ასაკში „აკურთხეს“.

აღსანიშნავია, რომ ის ცნობილი კრიმინალური დინასტიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრია. „კანონიერი ქურდები“ იყვნენ მისი ძმა და მამა – რაულ და ნოე გეგეჭკორებიც.

ამჟამად იგივე სტატუსს ფლობს როლანდ გეგეჭკორის ვაჟი, რუსლან გეგეჭკორიც, რომელსაც „შლაპა უმცოროსის“ და „ზიზოს“ მეტსახელებით იცნობენ.

33 წლის „შლაპა უმცროსის“ სახელი ფიგურირებს შსს-ს მიერ მიმდინარე გასული წლის მარტში ჩატარებულ სპეცოპერაციაში, რა დროსაც ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ოთხი პირი დააპატიმრეს. მათ კავშირი ჰქონდათ რუსლან გეგეჭკორთან, რომელიც ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის საქმეს უცხოეთიდან, სკაიპის მეშვეობით არჩევდა.

primetime.ge

გაზიარება224

დაკავშირებული -პოსტები

ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მოთხოვნისა...

დაწვრილებითDetails

კაცმა 21 წლის ბიჭს ყელის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა – შსს

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
კაცმა 21 წლის ბიჭს ყელის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა – შსს
მთავარი

  შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ე.ი. ცხელ კვალზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს  უწყვეტ რეჟიმში ატარებენ. სამართალდამცავების მიერ,  ბოლო 72 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული...

დაწვრილებითDetails

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი მიმდინარეობს

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი მიმდინარეობს
მთავარი

  შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი მიმდინარეობს  

დაწვრილებითDetails

თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასამართლომ 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო
მთავარი

 თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძემ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ისინი 7 თვეზე მეტია, პატიმრობაში არიან, შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებას 5 თვეში დატოვებენ.  2025 წლის...

დაწვრილებითDetails

დააკავეს დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი, რომლებიც დაზარალებულს საცხოვრებელ სახლში ყაჩაღურად თავს დაესხნენ

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით - 1982 წელს დაბადებული ე.დ. და დედა-შვილი: 2008 წელს დაბადებული თ.ი. და...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა – სასტიკი მკვლელობა თბილისში

by მეგა TV
მარტი 31, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 13 ივლისს, თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს, ცივი იარაღით...

დაწვრილებითDetails

კახეთში ჯგუფურად ძარცვის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 31, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

პოლიციამ გურჯაანში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ძარცვის მცდელობის ბრალდებით სამი პირი: 2007 წელს დაბადებული ი.ა., 2006 წელს დაბადებული ა.ჩ. და 2006 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავა. გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი-შსს

by მეგა TV
მარტი 30, 2026
0
დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი-შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში ჩატარებული კომპლექსური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი დააკავეს,- ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"