ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში ზუგდიდელი 26 წლის ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ღამით,მარშალ გელოვანის გამზირზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი მანქანა შეეჯახნენ,
შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი მალხაზ გოშუა დაიღუპა.
“ბახამ დაგვტოვა. დისშვილად არ გთვლიდი, შვილი იყავი ჩემი ბახა,-წერს გარდაცვლილის დეიდა სოციალურ ქსელში.
„რა დიდი უბედურებაა, ღმერთო“; „ეს რა საშინელება დატრიალდა“,- წერენ დაღუპულის ახლობლები
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.










