შვეიცარიაში, სათხილამურო კურორტ ზერმატში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულ სამ ადამიანს ეძებენ. ხელისუფლებამ მოსახლეობა მოსალოდნელი უამინდობის გამო მომატებული საფრთხის შესახებ გააფრთხილა.
პოლიციის განცხადებით, სულ მცირე სამი ადამიანი დაიკარგა და მაშველები, ცუდი ამინდის მიუხედავად, მათ კვლავ ეძებენ.
თოვლისა და ზვავის კვლევის ინსტიტუტის (SLF) განცხადებით, “მოსალოდნელია ძალიან დიდი და ზოგ შემთხვევაში ძალიან დიდი სპონტანური ზვავები.” მათი ცნობითვე, შვეიცარიაში მიმდინარე სეზონზე, 12 ზვავსა და უბედურ შემთხვევას 14 ადამიანი ემსხვერპლა.










