გიორგი ფარცვანია წერს, რომ შვებულება დასრულდა. ქართველი მებრძოლი უკრაინაში ბრუნდება.
,,დედა უკრაინელი ჰყავს მამა მეგრელი სამეგრელოში გაიზარდა. ქართული ენა რაც იცის იმისთვისაც მადლობა.
თავისი ქვეყანა რომ უყვარს ბევრჯერ დაამტკიცა. ომიდან ძმაკაცებთან ერთად ჩამოვიდა შვებულებით. უკან კი სრულიად მარტო ბრუნდება.
გახარებულს,ბედნიერს და შეყვარებულს 1სიტყვა შეეშალა.და არ აპატიეს… სხვებმა უნდა თქვას შენზე გმირი თუ ხარო.
ჰო და აგერ ვამბობ გიო…დიახ შენ ხარ გმირი…იმიტომ, რომ ბევრი ჩამოვიდა ომიდან მაგრამ უკან არ გაბრუნებულა ისევ ომში.(არც იმათ გაემტყუნებათ) მაგრამ ჩემის აზრით, დიახ, გმირია ყველა ის კაცი ვისაც ის საშინელება გამოუვლია და მაინც მიდის ქვეყნის დასაცავად.
გიოს კი თავის უკრაინული სისხლი იხმობს იმ მიწაზე. სწორედ ეს არის გმირობა და ვაჟკაცობა. და არა კამერების წინ ტრაკის თამაში.
გამარჯვებით შინ უვნებელი დაბრუნებას გისურვებ მეგობარო❤
დიდება გმირებს!
დიდება უკრაინას და საქართველოს!-წერს ელენე ახვლედიანი.










