ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთი-ნიგოითის გზაზე. ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გაჩერებულ ტრაილერს შეეჯახა. შედეგად ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.










