„ვრემიას“ ეთერში ანტისაომარი პლაკატით რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა შევარდა
14 მარტს, საღამოს, რუსეთის პირველი არხის ეთერში, რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა, შეეცადა პროგრამა „ვრემიას“ ჩაშლას.
ის კადრში შევარდა, როდესაც წამყვანი ეკატერინა ანდრეევა სანქციებზე ლაპარაკობდა. ქალს ხელში ეკავა პლაკატი წარწერით „შეწყვიტეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. თქვენ აქ გატყუებენ“. მან რამდენჯერმე გაიმეორა „შეწყვიტეთ ომი! არა ომს“, რის შემდეგაც ეთერში დაიწყო სიუჟეტი სანქციებზე.
ოვსიანიკოვა დააკავეს. მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული ოქმის შედგენას აპირებენ.
როგორც გაირკვა, ეთერში შეჭრამდე, მარია ავსიაკოვამ ვიდეომიმართვა ჩაწერა. იგი წუხს, იმის გამო რომ წლების მანძილზე კრემლის პროპაგანდას ეწეოდა. მოუწოდა თანამემამულეებს გააპროტესტონ უკრაინაში მიმდინარე ომი და გამოვიდნენ ქუჩაში.











