LIVE TV
პარასკევი, თებერვალი 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

შეწყალების მასშტაბური აქტი აჩენს ეჭვს, რომ ეს არის საფასური არჩევნებზე კრიმინალური თუ ძალადობრივი ჯგუფების მოქმედებებისთვის – SJC

დაპოსტა 2025/01/20-ში
76
ნახვა
გაზიარება

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი”  ყაველაშვილის მიერ, 19 იანვარს 613 მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ დახურული, გაუმჭვირვალე პროცესის შედეგად, თანამდებობის დაკავებიდან მოკლე დროში, მასშტაბური რაოდენობით მსჯავრდებულების შეწყალება აჩენს განცდას, რომ ეს უფლებამოსილება ყაველაშვილმა თვითნებურად, ვიწრო-პარტიული ინტერესებით გამოიყენა.

ორგანიზაცია წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და მას კანონმდებლობა არ ავალდებულებს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები იყოს დასაბუთებული, ან წინასწარი კომისიის მიერ ხდებოდეს კანდიდატების საქმეების განხილვა/შეფასება, შეწყალების აქტი უნდა პასუხობდეს ბაზისურ პრინციპებს და საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს, რა სამუშაო პროცესითა და ვისი ჩართულობით მოხდა შესაწყალებელი პირების საქმეების განხილვა და რაც მთავარია, საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რა დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები არიან შეწყალებული.

SJC აღნიშნავს, რომ ამ რაოდენობის მსჯავრდებულის შეწყალება არათუ ერთჯერადად, სრული წლის განმავლობაშიც კი ბოლო წლებში არ მომხდარა. გამონაკლისი მხოლოდ 2013 წელი იყო, როცა 857 პირის შეწყალების თაობაზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული:

“ნიშანდობლივია ისიც, რომ შეწყალების აქტი დროში თან სდევს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, რომლის შედეგებზე მანიპულირების მიზნითაც, სხვადასხვა უკანონო ხერხებთან ერთად, ხელისუფლება აქტიურად იყენებდა სამართლებრივ ინსტრუმენტებსაც. მიხეილ ყაველაშვილის მიერ 19 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებაც ამ გზის გაგრძელებაა და აჩენს ეჭვებს, რომ ეს არის ერთგვარი საფასური არჩევნებზე კრიმინალური თუ ძალადობრივი ჯგუფების მიერ პრო-სახელისუფლებო მოქმედებებისთვის.” ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია წერს, რომ კიდევ უფრო რელევანტურია კითხვა, თანამდებობის დაკავებიდან არასრულ 1 თვეში, როგორ მოახერხა ყაველაშვილმა ამ რაოდენობის საქმეების სრულყოფილად და დეტალურად გამოკვლევა თანაც ისე, რომ ამ დრომდე საზოგადოებისთვის უცნობია, შეიქმნა თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური კომისია აღნიშნული საკითხების შესწავლის მიზნით.

“გაუმჭვირვალე და დახურული პროცედურით შეწყალების უფლებამოსილების მასშტაბური გამოყენება, ისე, რომ ამ დრომდე საზოგადოებამ არ იცის, რა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებს შეეხოთ საშეღავათო პირობები, აძლიერებს განცდას, რომ აღნიშნული მექანიზმი გამოყენებულია ვიწრო-პარტიული ინტერესებით და თვითნებურად. შეწყალების ამგვარი პრაქტიკა ემსახურება არა საჯარო ინტერესებს და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, არამედ წარმოადგენს პოლიტიკურ თვითნებობას და არის არსებული რეპრესიული/სადამსჯელო სისხლის სამართლის სისტემის პარტიული ინსტრუმენტალიზების მკაფიო მაგალითი.” აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

გაზიარება30

დაკავშირებული -პოსტები

საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ მათთან, ვინც თავად მომართავენ თხოვნით და მოინანიებენ – პროკურატურა

თებერვალი 20, 2026
38
მთავარი

საქართველოს პროკურატურა ინფორმაციაზე, რომ ბრალდების მხარემ „4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებები შესთავაზა“ განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ თხოვნით პროკურატურას და...

დაწვრილებითDetails

ცნობილია მედიკამენტების ახალი სია, რომელზეც ფასის ზედა ზღვარი დაწესდა

თებერვალი 20, 2026
1.1k
მთავარი

„ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა. უფრო კონკრეტულად, იმ მედიკამენტების ჩამონათვალს, რომელზეც ფასების ზედა ზღვარია დაწესებული, ასობით წამალი დაემატა. „ბიზნესპრესნიუსი“  იმ მედიკამენტების ნაწილის ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელზეც...

დაწვრილებითDetails

პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებული მომღერალი, ხატია წერეთელი თავისუფალია

თებერვალი 20, 2026
115
მთავარი

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებულმა მომღერალმა ირმა კურტანიძემ, იგივე ხატია წერეთელმა საპატიმრო დატოვა. ის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება სასამართლომ დაამტკიცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წერეთლის...

დაწვრილებითDetails

საქართველოში საარსებო შემწეობას 710 ათასზე მეტი ადამიანი იღებს – სტატისტიკა

თებერვალი 20, 2026
64
@?FFKM.3
მთავარი

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს. მინისტრის მიხეილ სარჯველაძის თქმით, აღნიშნულის მიზანია ბაზაში რჩებოდნენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება. სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში მოსახლეობის რაოდენობა, უკვე...

დაწვრილებითDetails

ძალიან მოიმატა რესპირატორულ სინციტიურმა ვირუსმა – რას ამბმობს ივანე ჩხაიძე

თებერვალი 20, 2026
149
მთავარი

გრიპი აღარ არის დომინანტური - ძალიან მოიმატა რესპირატორულ სინციტიურმა ვირუსმა, რომელიც 3 წლამდე ბავშვებში ბრონქიოლიტის განვითარებას განაპირობებს და 60 წელს გადაცილებულ პირებში ფილტვების ანთებას, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური...

დაწვრილებითDetails

ელისო კილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თებერვალი 20, 2026
64
მთავარი

სასამართლოს გადაწყვეტილებით ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებული ექვსივე პირის მიმართ გამოყენებული იქნა პატიმრობა. ამის შესახებ საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, რომელიც დახურულ რეჟიმში ჩატარდა. კერძოდ, სასამართლო დღეს განიხილავდა...

დაწვრილებითDetails

იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავა

თებერვალი 20, 2026
1k
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით - 1984 წელს დაბადებული ი.დ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დაკავებული ამავე სკოლის...

დაწვრილებითDetails

“გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა”- რუსთავში კაცი მოკლეს

თებერვალი 20, 2026
241
მთავარი

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დავით გარეჯის ქუჩაზე, ეზოში არსებულ ფანჩატურში ფიზიკური დაპირისპირება 10-მდე ახალგაზრდა კაცს შორის სუფრიდან დაიწყო, რა დროსაც ერთ-ერთმა 35 წლის კაცს დანით ჭრილობები მიაყენა.   დაშავებული...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

თებერვალი 20, 2026
26
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, აჭარის რეგიონში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე - 2005 წელს დაბადებული ა.ი., 1995 წელს დაბადებული ა.ე. და 1993...

დაწვრილებითDetails

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს

თებერვალი 20, 2026
277
მთავარი

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი "სოციალური მომსახურების სააგენტო" იწყებს ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.   მიხეილ სარჯველაძის თქმით, უწყების მიზანია, რომ ბაზაში...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».