საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დიდთოვლობამ ბეღლევი-ჭიათურის გადასარბენზე დააზიანა საკონტაქტო ქსელი.
მათი თქმით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. სამუშაოების დასრულებამდე, შეჩერებულია ქუთაისი-საჩხერე-ქუთაისის რეისი.
საქართველოს რკინიგზა მოძრაობის განახლებისთანავე გაავრცელებს ინფორმაციას.