კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, შესაძლოა, საწვავი მარტშიც გაიაფდეს.
როგორც ირაკლი ლექვინაძე აღნიშნავს, ფასების შემცირება კურსის სიმყარესა და საერთაშორისო ბაზარზე ფასების სტაბილურობაზეა დამოკიდებული.
“პრემიერთან ბაზარზე არსებული ვითარება განვიხილეთ. ვითარება კი დღეს ასეთია: თებერვალში საწვავის ფასი შემცირდა, ყველა ტიპის საწვავი 30-40 თეთრით გაიაფდა. თუ იგივე მოცემულობა დარჩება, რაც კურსის სტაბილურობას, საერთაშორისო ბაზარზე ფასების სტაბილურობას გულისხმობს, საწვავის გაიაფებას მარტშიც უნდა ველოდოთ“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.