თბილისის მერი, კახა კალაძე, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელს, ანდრეი კასიანოვს, შეხვდა.
უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, მხარეებმა რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოში ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეებისთვის დახმარების აღმოჩენის, საქართველოში სკოლამდე საგანმანათლებლო დაწესებულებებში უკრაინული ჯგუფების შექმნისა და კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ფინანსური დახმარების საკითხები განიხილეს.
კახა კალაძემ გვითხრა, რომ თბილისის მერია მზადაა, დედაქალაქის ერთ-ერთ მოედანს უკრაინელი გმირების სახელი დაარქვას. უკრაინულმა მხარემ თბილისის მერიას ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მათ შორის არის საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და ტანსაცმელები, რაც ჯამში 50 ტონას შეადგენს” – წერს უკრაინის საელჩო სოციალურ ქსელში.










