ოკეანოლოგი, ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ნაპირდაცვის პრობლემების შემსწავლელი მეცნიერი ნოდარ წივწივაძე ambebi.ge-სთან საუბარში არ გამორიცხავს, რომ შავ ზღვაში მოხვდება დიდი ოდენობით ტოქსიკური ნივთიერებები, საწვავი, ზეთები და ცხოველთა ლეშის ბაქტერიები, რაც შავი ზღვის სანაპირო ზოლს მნიშვნელოვნად დააბინძურებს, გამოიწვევს ინფექციების გავრცელებას, მათ შორის საქართველოშიც.
“გამორიცხული არ არის, იმდენად დაბინძურდეს წყალი, შავი ზღვის სანაპიროები დაიკეტოს და არ მოხდეს საზაფხულო რეკრეაციული საქმიანობის განვითარება, ეს ტურისტულ სეზონსაც ურტყამს, თავისთავად. ძალიან სამწუხარო მომენტია, მაგრამ რას ვიზამთ… თუმცა ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ ვარაუდია.
ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენი ეკოლოგიური მონიტორინგის ჯგუფის ოპერატიულ მუშაობაზე, რამდენად სწრაფად მოახდენენ რეაგირებას და შეატყობინებენ დამსვენებლებსაც და ადგილობრივ მოსახლეობასაც. ვერაფერს ვერაფრით ვერ განვაზავებთ, ზღვა თვითონ წმინდავს, არაა პრობლემა, გააჩნია, როგორია დამაბინძურებელი, აქ ცოტა სხვადასხვა გრადაციებია და ამიტომ ძალიან რთულია იმის განსაზღვრა, რამდენ ხანში მოხდება გაწმენდა” | აცხადებს ექპსერტი ambebi.ge-სთან