მხატვარმა თედო რეხვიაშვილმა კულტურის სამინისტროს პოლიტიკა საკუთარი ნახატის დაწვით გააპროტესტა:
“ეს ნამუშევარი “ბაბილონის დასასრული” ბოლო ნახატი იყო გამოფენიდან “აღმოსავლური მოტივები”, რომლის კურატორიც ლიკა მამაცაშვილი გახლდათ რვა წლის წინ (ჩემი პირველი სოლო გამოფენა) . ბევრს არ ვისაუბრებ რამხელა წვლილი მიუძღვის ქალბატონ ლიკას გარემოსა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე ქართული კულტურის სიცოცხლისუნარიანობასა და პოპულარიზაციაში, რამხელაა მისი თანადგომა ნებისმიერი ასაკის ხელოვანისადმი.
ჩემი პროტესტი არ ეხება მხოლოდ ერთი დამსახურებული პიროვნების მიმართ დანაშაულს, არამედ ის მიმართულია კულტურის ამჟამინდელი მინისტრის, კულტურისა და ხელოვნების შეურაცხმყოფლის, ქალბატონ თეა წულუკიანის მიმართ, იმ მანქანის მიმართ, რომელსაც ზემოხსენებული ადამიანი და მისი გარემოცვა ქმნის კულტურის ყველა სფეროში. იმის მაგივრად, რომ ქართული შემოქმედებითი სივრცე გახდეს მსოფლიო თანამედროვე კულტურის თანამდევი, რელევანტური და ძიებადი, ის უკან, შეზღუდული და პროპაგანდისტული საბჭოური მსოფლმხედველობისკენ მიიწევს, სადაც ხელოვანის დამკვეთი სისტემა და “სახელმწიფოა”, ხოლო შემოქმდება დაცლილია ყოველგვარი სულიერებისგან.
დროში გადაფასდება ყველა ქმედება, თუმცა ეს ის დროა, რომელიც დღეს განსაკუთრებით სწრაფად გადის, რომლის უკუათვლაც შეუძლიათ კონკრეტულ ადამიანებს… ქართველებს, კი სახეზე გვაქვს, რომ გადაფასებაც შეიძლება დაგვიანდეს და ისიც შესაძლებელია, რომ გადასაფასებელიც აღარაფერი დარჩეს”-წერს ის ფეისბუ გვერდზე და ვიდეოს აქვეყნებს
ქუთაისში საკანალიზაციო სისტემის რეკონსტრუქციის ტენდერი გამოცხადდა United Water Supply Company of Georgia LLC-მა ქუთაისში საკანალიზაციო სისტემის რეკონსტრუქციისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ძირითადი ინფორმაცია 📍 პროექტი: ქუთაისის საკანალიზაციო სისტემის რეკონსტრუქცია🏙 ადგილმდებარეობა: Kutaisi🏢...
გაერთიანებული სამეფოს მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება მიმართულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ, რამაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მედიაპლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას...
სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის განხორციელებას იწყებს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით,...
ხმაური "უროლოგიის ცენტრში" - ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი 23 წლის გოგოს ოჯახის წევრებმა კლინიკაში შუშები ჩალეწა. ახალგაზრდა ქალის სიკვდილში ოჯახი კლინიკის ექიმს ადანაშაულებს, რომელმაც პაციენსტ შარდ-კენჭოვანი ოპერაცია ჩაუტარდა - საუბარია ლაზერით დაშლაზე....
ნინო ჩხეიძე საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს. „ჩემო ერთგულო გამომწერებო, მშვიდობით დავბრუნდი საქართველოში დიდი მადლობა ყველას სიყვარულისთვის და თბილი შეტყობინებებისთვის. ძალიან მიხარია ისევ თქვენთან ყოფნა,“ – წერს...
GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 100 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.58%-ით ზრდას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 83.89 დოლარი ღირს, რაც ერთ...
ევროკავშირის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ბაზარზე შესული საშიში პროდუქტების შესახებ რეკორდული რაოდენობის შეტყობინება დაფიქსირდა. 🔎 ევროკავშირის Safety Gate სისტემაში გასულ წელს 4 671 გაფრთხილება დარეგისტრირდა - ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია...
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში სამართალდარღვევის 81 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევებიდან 80 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 110 კუბურ მეტრამდე საშეშე...
ქარელში მოტოციკლით ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ქართლის ამბები“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქარელის სოფელ ბებნისის ტერიტორიაზე მოტოციკლი ბორდიურს შეეჯახა. მათივე ცნობით დაწყებულია გამოძიება.
„არის ქსელები, რომლებშიც სერვისის ხარჯზე აქვთ საშუალება, დაბალი ფასი დაადონ პროდუქციას“, - ამის შესახებ საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანია „დიპლომატ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი...