LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 128 მილიონს გადააჭარბა

შესაძლებელია თუ არა “Covid-19” სეზონურ ვირუსად იქცეს

დაპოსტა 2021/05/18-ში
A A
81
ნახვა
გაზიარება
დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სარწმუნო ჩანს ის ვარაუდი, რომ კორონავირუსი შეიძლება სეზონურად იქცეს, ანუ უფრო მეტად გავრცელდეს ზამთარში და ნაკლებად – ზაფხულში. სწორედ ასე იქცევა ის დანარჩენი ოთხი კორონავირუსი, რომელიც ადამიანებში ვრცელდება.
ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ ცალკეულ ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევებმა და ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელმა ზამთრის პერიოდში მოიმატა, რაც ასევე სეზონურ ეფექტზე შეიძლება მიუთითებდეს.
აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, არსებობდეს გარკვეული კავშირი ვირუსულ გადაცემასა და სეზონებს შორის. ადამიანის ქცევების ცვალებადობაც სეზონურია. ზაფხულში ჩვენ უფრო მეტ დროს ვატარებთ გარეთ, სადაც ინფექციის რისკი გაცილებით დაბალია და, სავარაუდოდ, უფრო აქტიურ ცხოვრების წესსაც მივყვებით, რამაც შეიძლება გაზარდოს სხეულის ინფექციებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი. ამ პერიოდში მზის სხივების ზემოქმედებითაც უკეთ ვსარგებლობთ, რაც D-ვიტამინის დონეს ზრდის და ჩვენს იმუნურ სისტემას აძლიერებს…
გარდა ამისა, არსებობს მტკიცებულებები, რომ მზის სხივების ულტრაიისფერი გამოსხივება ვირუსის ზედაპირზე გადარჩენის დროს ამცირებს. ისიც შესაძლებელია, რომ ტენიანობამ და ტემპერატურამაც მოახდინოს ვირუსის გადაცემაზე გავლენა. ერთად შერწყმის შემთხვევაში, ეს ფაქტორები, დიდი ალბათობით, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელზე აისახება.
  •  კლიმატის გავლენის შეფასება:
ეპიდემიის ზრდის აღსაწერად ეპიდემიოლოგები იყენებენ გარკვეულ მაჩვენებელს, რომელსაც რეპროდუქციულ რიცხვს, იმავე R-ს უწოდებენ. რაც უფრო მაღალია R რიცხვი, მით უფრო სწრაფია ვირუსის გავრცელება. ეპიდემიის დასაწყისში ვირუსმოხდილი და იმუნიტეტგამომუშავებული ადამიანები მის ზრდაზე გავლენას ვერ ახდენენ და ამიტომ იგი ექსპონენციურად იმატებს. ასეთ დროს R რიცხვი, რომელიც ამ გავრცელებას აღწერს, მოიხსენიება როგორც R₀.
ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალმა გამოკვლევებმა, რომელშიც ვირუსის მთელ მსოფლიოში გავრცელების ამსახველი მონაცემები იყო გამოყენებული, კორონავირუსისთვის განკუთვნილი R₀ 359 დიდ ქალაქში დაადგინა. კვლევაში შესულ თითოეულ ქალაქს 500,000-ზე მეტი მკვიდრი ჰყავს. ამასთან, ამ ქალაქებმა 2020 წელს კორონავირუსის მნიშვნელოვანი აფეთქება გამოიარა.
მეცნიერთა გუნდი დიდ ქალაქებზე (და არა – ქვეყნებზე ან უფრო მცირე დასახლებებზე) იმიტომ კონცენტრირდა, რომ ამ გზით ვირუსის აფეთქებათა საკმარისად დიდი და გეოგრაფიულად მრავალფეროვანი შემთხვევების შესწავლას შეძლებდნენ. ამან კი მათ სასარგებლო შედარებების გაკეთების საშუალება მისცა. ქალაქებში კორონავირუსის გავრცელების მონაცემების შედარებისას გუნდმა დემოგრაფიული მაჩვენებლების, კლიმატისა და ინფექციების კონტროლის ზომების შესახებ ინფორმაცია გამოიყენა. შედეგად, მათ შეძლეს განესაზღვრათ, მოქმედებდა თუ არა რომელიმე ეს ფაქტორი ვირუსის გავრცელების სიჩქარეზე.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ულტრაიისფერი დასხივების ზრდასა და ვირუსის გავრცელების სიჩქარის შემცირებას შორის გარკვეული კავშირი არსებობდა. კერძოდ, საშუალოდ 0.05-ით დაკლებული R₀ UV გამოსხივების 10 კჯ/მ²-ით ზრდას შეესაბამებოდა (კვლევის მონაცემთა ბაზაში არსებული ქალაქები ყოველდღიურად დაახლოებით 30 კჯ/მ²-დან 130 კჯ/მ²-მდე ულტრაიისფერ სხივებს იღებდა).
ვინაიდან ზაფხულში ულტრაიისფერი გამოსხივების დონე უფრო მაღალია, შესაძლებელი ხდება იმ დასკვნის გაკეთება, რომ მართლაც არსებობს სეზონური გავლენა ვირუსის გავრცელებაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს კავშირი სულაც არ ნიშნავს, რომ გამოსხივებაა გადაცემის შემცირების მიზეზი, რადგან იგი შეიძლება კორელაციაში იყოს სხვა მიზეზ-შედეგობრივ ფაქტორებთან.
მაგალითად, რაც უფრო მაღალია ულტრაისფერი გამოსხივება, მით უფრო ცხელია ქალაქი. მკვლევართა გუნდმა R₀-სა და ტემპერატურას ან ტენიანობას შორის გლობალურ დონეზე სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი ვერ იპოვა, მაგრამ მეცნიერები ასეთ ურთიერთქმედებას მაინც არ გამორიცხავენ.
ვირუსის გავრცელებასა და ტემპერატურას ან ტენიანობას შორის კავშირი, ასევე ძლიერი კორელაცია ულტრაისფერ გამოსხივებასა და ტემპერატურას შორის, შეიძლება, ისეთი სხვა მრავალი ფაქტორის გამო ინიღბებოდეს, რომლებიც R₀-ზე ახდენს გავლენას. მართლაც, სხვა კვლევებში გავრცელებისა და ტემპერატურის კავშირის დამადასტურებელი სუსტი მტკიცებულება გამოვლინდა.
  •  რას ნიშნავს ეს ყოველივე?
მიუხედავად იმისა, რომ მოცემული კვლევით გამოვლენილი ულტრაისფერი გამოსხივების ეფექტი სტატისტიკურად საყურადღებო იყო, იგი სხვა ფაქტორებთან შედარებით მცირე მნიშვნელობისაა. ქალაქების დემოგრაფიული მახასიათებლები, როგორიცაა მათი ზომა, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი (ინდუსტრიალიზაციისა და მოსახლეობის სიმჭიდროვის პოტენციური საზომი) და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომები უფრო მეტ ზეგავლენას ახდენს R₀-ის ცვლაზე.
კერძოდ, მთავრობათა ინტერვენციებმა, გამოსხივებასთან შედარებით, დაახლოებით ოთხჯერ დიდი ზეგავლენა მოახდინა R₀-ის ვარიაციაზე. აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ შეზღუდვების დაწესება ჩვენს კონტროლს ექვემდებარება. უახლოეს მომავალში პანდემიის შემდგომი პოტენციური ტალღები ძირითადად იმ რეგულაციებით განისაზღვრება, რომელსაც მთავრობები დააწესებენ და არა – ამინდის ცვლილების შესაბამისად. ამას ემატება კორონავირუსის საწინააღმდეგო იმ ვაქცინების მოქმედებაც, რომლებიც ქვეყანათა მოსახლეობებს უკვე მიეწოდებათ.
გრძელვადიან პერსპექტივაში კვლავ რჩება კითხვები იმის შესახებ, გახდება თუ არა კოვიდი სეზონური ენდემური ინფექცია გრიპის და სხვა კორონავირუსების მსგავსად. აღწერილმა კვლევამ მცირე სეზონური სტიმულატორების არსებობა დაადგინა, ამიტომ სავარაუდოა, რომ კორონავირუსი ენდემურ ინფექციურ დაავადებად სტაბილიზდეს. ასეთ შემთხვევაში სეზონურ სტიმულატორებს ალბათ შეეძლებათ ვირუსის ქცევაზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენა.
მაგრამ ამგვარი ქცევის პროგნოზირება სამყაროსნაირი კომპლექსური სისტემისთვის რთულია. საწყისი ეპიდემიური ფაზიდან გასვლის შემდეგ, ის თუ რა სახეს მიიღებს კორონავირუსის გადაცემა გრძელვადიან პერსპექტივაში, ალბათ ბევრ სხვა ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. ეს ფაქტორები, სავარაუდოდ, ინფიცირებული პირების იმუნიტეტის დონეს და ხანგრძლივობას, აგრეთვე ამჟამინდელი და მომავალში ჩატარებული ვაქცინების ეფექტიანობასა და დაცვის განგრძობადობას და ვირუსის ახალი ვარიანტების განვითარებას მოიცავს.
გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

by თამარა ქავთარაძე
თებერვალი 28, 2025
0
“ყინვა გაძლიერდება”- ამინდის პროგნოზი
COVID-19

1-2 მარტს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -10 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -12, ქვეყნის მთიან რაიონებში -13, -18, მაღალმთიან ზონაში -18, -25...

დაწვრილებითDetails

„კორონავირუსის შემთხვევები ბევრია…“ – მაია ბუწაშვილი

by თამარა ქავთარაძე
სექტემბერი 24, 2024
0
„კორონავირუსის შემთხვევები ბევრია…“ – მაია ბუწაშვილი
COVID-19

კორონავირუსის შემთხვევები საკმაოდ ბევრია - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა "რუსთავი 2-თან" განაცხადა. როგორც მაია ბუწაშვილმა აღნიშნა, ჯერჯერობით, გრიპის ეპიდემია დაწყებული არ არის, თუმცა ინფექციების თვალსაზრისით, ზაფხული დატვირთული სეზონი იყო:...

დაწვრილებითDetails

ჩვენ უნდა ვისწავლოთ COVID-თან „თანაცხოვრება“-თენგიზ ცერცვაძე

by მეგა TV
ივლისი 17, 2022
0
საქართველოში შიდაგავრცელების დაწყებიდან დღეში 20 შემთხვევაზე მეტი არ ყოფილა – თენგიზ ცერცვაძე
COVID-19

"ბოლო პერიოდში საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების მატება, რაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ ჯანდაცვის სისტემის ყველა რგოლი კარგად მომზადებული შეხვდა შემთხვევების მატებას... ჩვენ უნდა ვისწავლოთ COVID-თან „თანაცხოვრება“...

დაწვრილებითDetails

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონა ვირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა

by მეგა TV
აპრილი 28, 2022
0
კორონავირუსი
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 132 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 332 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს

დაწვრილებითDetails

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 8 854 კვლევა ტესტით ჩატარდა

by მეგა TV
აპრილი 10, 2022
0
ხონში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 854 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 991 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 863 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების...

დაწვრილებითDetails

COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი უკვე საქართველოშია

by მეგა TV
მარტი 23, 2022
0
COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი უკვე საქართველოშია
COVID-19

COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი “პაქსლოვიდის” პირველი პარტია საქართველოში უკვე ჩამოვიდა. როგორც აღნიშნავენ , საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი ხელმისაწვდომი ხდება და ის პაციენტებს უფასოდ გადაეცემათ.

დაწვრილებითDetails

იმერეთში კოვიდის 561 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

by მეგა TV
მარტი 3, 2022
0
სად შეგიძლიათ ჩაიტაროთ ტესტი კოვიდ19-ზე ქუთაისში
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 527 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 948 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 579 PCR ტესტით.  ...

დაწვრილებითDetails

„მორიგი პანდემია გველის. შემდეგ ჯერზე ეს სხვა პათოგენი იქნება“- ბილ გეიტსი

by მეგა TV
თებერვალი 22, 2022
0
ბილ გეითსი თაბახის ფურცელზე – გაიგეთ რა არის მიზეზი
COVID-19

მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე ბილ გეიტსმა მსოფლიოს ახალი პანდემიის შესახებ აცნობა. გეიტსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემია დასასრულს მიუახლოვდა, სიკვდილიანობა შემცირებულია და ხალხს იმუნიტეტი გამოუმუშავდა, მსოფლიოს ახალი გამოწვევა ელის,...

დაწვრილებითDetails

Covid-19 ჯგუფმა აჩვენა შფოთვითი აშლილობის გაზრდილი რისკი

by მეგა TV
თებერვალი 21, 2022
0
კორონავირუსი
COVID-19

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში, ხანგრძლივ კოვიდთან დაკავშირებულ კიდევ ერთი საინტერესო კვლევაზე წერს, რომელიც გამოქვეყნდა 16 თებერვალს the British Medical Journal-ში. მისი თქმით, კვლევა ეხება...

დაწვრილებითDetails

ჯანდაცვის სისტემები მთელ მსოფლიოში არის გადასაწყობი – ფხაკაძე ახალ კვლევაზე საუბრობს

by მეგა TV
თებერვალი 20, 2022
0
ქვეყნის მოღალატე! – ვისზე წერს გიორგი ფხაკაძე
COVID-19

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის შესახებ საუბრობს. კვლევა პოსტკოვიდურ პერიოდს ეხება. ექსპერტის თქმით, კვლევის მიხედვით, რომელიც ამერიკაში ჩატარდა, პოსტკოვიდურ პერიოდში ადამიანების უმრავლესობას გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს. „კვლევამ აჩვენა, ეს უკვე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"