შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მოაგვაროს თუ კანონთან შეუსაბამოა და შესაბამისი პირი უნდა დაისაჯოს – ასე ეხმაურა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ქალაქში სხვადასხვა ისტორიულ შენობაზე, საცხოვრებელ ბინაზე, სკოლებსა და ძეგელებზე გაჩენილ ვანდალურ წარწერებს.
ქუთაისში სიძულვილის ენის შემცველი წარწერები, როგორიცაა “ნაცი მკვლელია”, “სატანა ნაციონალი კლავს” და სხვა ფრაზები საპარლამენტო არჩევნების წინ გამოჩნდა. წარწერების ნაწილი, რომლებიც თეატრებზე, გალერეებსა და სხვადასხვა ძეგლებზე იყო გაკეთებული მაშინ წაიშალა, თუმცა ქალაქის მასშტაბით ვანდალური წარწერების გაკეთება კვლავ აქტიურად გრძელდება.