ოქროს თათი – ,,პატრონს”!

ირლანდიამ ძაღლი „პატრონი“ „ოქროს თათით“ დააჯილდოვა. გილოცავ, ,,პატრონ”! შენ ეს ჯილდო დაიმსახურე და ძალიან, ძალიან მიყვარხარ!

ერთი კითხვა მაქვს: ამ საუკეთესო არსებას,
რომელმაც უკრაინის ტერიტორიაზე ასეულობით
ნაღმი აღმოაჩინა და პირნათლად ემსახურება
ოკუპანტების მიერ აწიოკებულ ქვეყანას, ძაღლი
უნდა ერქვას და დამოუკიდებელი საქართველოს
წინააღმდეგ მებრძოლ პუტჩისტებს, დღემდე რომ
ურცხვად ყელყელაობენ მიტინგებზე – ადამიანები?
შენ გაიხარე, პატარა, ჭკვიანო ცუგავ!
ოდესმე ძეგლს დაგიდგამენ!
მშვიდობიანი ზეცა შენ და უკრაინას!
მშვიდობიანი ზეცა საქართველოს და დედამიწას!
Слава Україні

Слава Грузії

თინათინ მღვდლიაშვილი