ქუთაისში მოქალაქეები მძღოლების მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე საუბრობენ:
” ზუსტად 15:30-ზე ბავშვი გამოვიყვანე სკოლა პროგრესიდან,სკოლის წინ ზებრაზე დავაპირეთ გადასვლა,ერთმა ავტომობილმა გზა დამითმო,დავიწყეთ მოძრაობა თითქმის ღერძულას მივუახლოვდი და მეორე მხარეს გავხედე თუ შევძლებდით გადასვლას რომ გამეგო.ამ დროს ბალახვნის ხიდიდან მომავალმა მანქანამ ე.წ “აბგონი” გაუკეთა იმ გაჩერებულ მანქანას,რომელმაც გზა დაგვითმო და წამებში მოვასწარი ბავშვის უკან გაწევა,თორე წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა.სანტიმეტრში გაგვიქროლა.
შენ
თუ ახლა ამ პოსტს კითხულობ,იცოდე ჩემს შვილს რომ თავიდან ერთი თმის ღერიც ჩამოვარდნოდა,ციხეში ყოფნა სანატრელი გაგიხდებოდა.
არ ვიცი გყავს თუ არა შვილი,მაგრამ როცა მაგ ჯიპით ასე თავაშვებული დადიხარ, იმ ზებრაზე ვინმე შენიანი წარმოიდგინე
ამ ზებრაზე ხშირად ბავშვები მარტო გადადიან ხოლმე.
შენნაირი ადამიანები აუბედურებენ დედებსდა იცოდე გაქანებული მანქანიდან ქვეითზე ნაგლად ყვირილი, ბოდიშის მოხდის ნაცვლად,სულ მცირე არაადამიანობაა ვიცი ხშირ შემთხვევაში ქვეთიც არღვევს,მაგრამ გუშინ ყველანაირი წესის და სიფრთხილის დაცვით ვკვეთავდი ქუჩას.”-წერს ერთ-ერთი მოქალაქე.