სამთვიანი პაუზის შემდეგ რიონის ხეობაში “ნამოხვანჰესის” მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა. ტექნიკა ადგილზე პოლიციის თანხლებით შევიდა, რასაც ხმაური მოყვა.
როგორც “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეები აცხადებენ, მათ პოლიციამ კარვის აღება მოსთხოვა, ამასთან, იგეგმება ადგილზე აღმართული ჯვრის დემონტაჟი, რასაც ადგილობრივების უკმაყოფილება მოჰყვა.
მოსახლეობას ჯვართან მისვლის შესაძლებლობა არ ეძლევა, რადგან სამართალდამცველების თქმით, ის კერძო ტერიტორიაზეა.
რიონის ხეობის მოსახლეობის აცხადებს, რომ ისინი ფიზიკურად წინააღმდეგობის გაწევას ვერ შეძლებენ და არც აპირებენ კანონგარეშე ქმედებას, თუმცა პროტესტს არ შეწყვეტენ, რომელიც 98 დღეა გრძელდება.
Rustavi2.ge










