თრობა არ შეიძლება, თორემ 1-2 ჭიქით აცრის აღნიშვნა შეიძლება, – ამის შესახებ პაატა იმნაძემ განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, ხშირად ცკორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.
„ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს დალევა არ შეიძლება ვაქცინის მერე, ასევე ამბობენ, რომ ვერ იმუშავებ ვაქცინის შემდეგ.
ერთი დღე თუ დაისვენებ აცრის მერე ძალიან კარგი იქნება, მაგრამ თუ დამერწმუნებით, პირველი დოზის მერე მთელი დღე ვმუშაობდი, ცოტათი მოთენთილობის გრძნობა ნამდვილად მქონდა. მეორე დოზის შემდეგ საერთოდ არაფერი მქონია. ვიღაცას კი, შეიძლება ნამდვილად ჰქონდეს რაღაც რეაქცია, სიცხეც ჰქონდეს. მაგრამ ეს არის ძალიან იშვიათი“, – განცხადა იმნაძემ.