უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ პირდაპირ ეთერში უპასუხა კითხვას, რა პერიოდი იმოქმედებს შეზღუდვების მოხსნა.
„დიდი იმედი გვაქვს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში განვითარდება ისე, რომ ჩვენ მომავალში არანაირი შეზღუდვების დაწესება არ დაგვჭირდება.
თუმცაღა, როგორც ეს არაერთხელ აღინიშნა ნებისმიერი შეზღუდვა და ნებისმიერ რეგულაცია განპირობებულია არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებით და იმ ინფორმაციის ანალიზზე არის დაფუძნებული, რომელიც ჩვენთან ყოველდღიურად შემოდის და აქტიურად ხდება მისი ანალიზი“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ და ამით არ გამორიცხა მომავალში შეზღუდვების ისევ დაწესება.