ხარაგაულის სოფლებს – ხემაღალსა და ღვერკი ქრება. განვითარებული მეწყრული პროცესები გამო დანგრეულია სახლები, სამანქანო გზები, დახეთქილია ათობით ჰექტარი მიწა. ორთვენახევრის წინ გაჩენილი ნაპრალები ყოველდღიურად ფართოვდება და ღრმავდება. ყარნებას ხეობის მარჯვენა ფერდი მოწყვეტილია და იშლება, რაც მდინარის დაგუბების საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა რომ სოფლებში ცხოვრება დიდი რისკს შეიცავს რამდენიმე ოჯახის მაინც რჩება სტიქიის წონაში. მოსახლეობის ნაწილი მერიამ ქირით გაიყვანა. სტიქისს ზონიდან ფოტოები გამოაქვეყნა „მთის ამბებმა“, რომელშიც ნათლად ჩანს თუ რა მძიმე დგომარეობაა სოფლებში და რა პირობებში რჩებიან ადგილობრივები. ხარაგაულიად პერიოდულად ფოტო-ვიდეო მასალას ასევე ქვყენებს ადგილობრივი მარადი გელაშვილი, რომელიც 10 აგვისტოს სოციალურ ქსელში წერდა რომ სოფლები მათ თვალწინ ინგრევა და არაფრის გაკეთება შეუძლიათ.
„ორ თვეზე მეტია ყოველდღე ინგრევა ორი სოფელი, ინგრევა სახლებიც, ვუყურებთ და ვერაფერს ვშველით ამ ფოტოებში დაზიანებული სახლების 20-25%-ია ნაჩვენები. მთელი ამ ხნის განმავლობაში შენობების დაშლა ვერ მოხერხდა, გზები ისეთ მდგომარეობაშია აღარც მიისვლება სახლებამდე. მოსახლეობის ნაწილი ნათესავებთან ან მეზობლად რჩებიან, ნაწილი კი ქირითაა გასული. არიან ისეთებიც ვისაც სხვა დასარჩენიც ჰქონდა. ზოგმა ავეჯის ნაწილი გაიტანა, ნაწილი კი შენობებთან ერთად მიწას მიაქვს. მეწყერის გამომწვევი მიზეზის გეოლოგიური კვლევა ჯერაც არ დაწყებულა, ამ კვლევის პასუხებზეა პირდაპირ მიბმული მოსახლეობისთვის კომპენსაციის საკითხიც. კვლევა რომელიც ახლა ტარდება მხოლოდ რელიეფს სწავლობს. ის რომ ტერიტორია საცხოვრებლად აღარაა ვარგისი ფოტოებიდანაც ნათლად ჩანს. სამწუხაროდ ეს ყველაფერი არ არის. დამეწყრილი ტერიტორია სამ ადგილას უკვე ჩაიშალა მდინარე ყარნების კალაპონტში (მიწას თან მიაქვს სახლები, მოგლეჯილი ხები და ქვები) . ინტენსიური წვიმების ან მცირე მიწისძვრის შემთხვევაშიც კი რთულია პროგნოზირება რა მოხდება. თუ მიწის მასა ერთიანად ჩავა მდინარეში, ხეობა იმდენად მიუვალია გამორიცხულია ადეკვატურ დროში მოხერხდეს მისი გაწმენდა. მდინარე ყარნება სოფელ ლაშეში უერთდება მდინარე ჩხერიმელას და შეერთებამდე გადის რკინიგზის ხიდის ქვეშ. იმედს ვიტოვებ სახელმწიფო მოახერხებს ამ კრიზისის მართვას, სხვა შემთხვევაში შეიძლება ძალიან ცუდად განვითარდეს მოვლენები “ წერს მარადი გელაშვილი სოციალურ ქსელში.
გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჯერ-ჯერობით არცერთი განცხადება არ აქვს გამოქვეყნებული, რამ გამოიწვია ხემაღალსა და ღვერკში ეს პროცესები და რა განვითარებაა მოსალოდნელი. მეწყრული პროცესების დაწყებიდან ორ თვეზე მეტი გავიდა.