?? მარიუპოლის მერის მრჩეველი პიოტრ ანდრიუშენკო:
„პირდაპირ გეტყვით:
ეს შედეგები მხოლოდ წინასწარი მონაცემებია..
რეალური დათვლების შემდეგ ამ არაადამიანობის საშინელი მასშტაბი მთელ მსოფლიოს მხოლოდ შოკში არ ჩააგდებს.. ნახევარმილიონიანი ქალაქის მოსახლეობის ასეთი გამიზნული განადგურების შედეგებს მსოფლიო ისტორია ჯერ არ იცნობს.
7 დღე – სრული ალყა ქალაქის…
განადგურებული ინფრასტრუქტურა..
ელექტროენერგიის, გაზის, გათბობის, სასმელი წყლის და საკვების გარეშე.
9 დღე – უწყვეტი საარტილერიო დაბომბვა ქალაქის.
ყველა კალიბრის („სეტყვა”, „სმერჩი”, „პოინტი”) ცეცხლისა და საჰაერო ბომბების უწყვეტი ნაკადი…
მარიუპოლის „მარცხენა სანაპიროს” რაიონი, სადაც დაახლოებით 135 000 ადამიანი ცხოვრობდა, მთლიანად დანგრეულია. ქალაქის სხვა რაიონები მნიშვნელოვნადაა დანგრეული. მრავალსართულიანი სახლები განადგურებულია და გამოუსადეგარია საცხოვრებლად.
მიმდინარეობს მიზანმიმართული დაბომბვა სამშობიაროების, საავადმყოფოების, სისხლის ბანკების.
მთავარი:
დაახლოებით 350 ათასი ადამიანი 7 დღე-ღამეა, ფაქტობრივად, რუსეთის ფედერაციის მძევლობაში იმყოფება…
მათ შორის 3 000-მდე ჩვილი ბავშვია.
ბავშვების საერთო რაოდენობა დაახლოებით 50 000-ია, რომლებიც სიკვდილის, გაუწყლოების, შიმშილის ან პირდაპირი სამხედრო აგრესიის უდიდესი რისკის ქვეშ არიან..
წინასწარი დათვლით, გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე 1207 ადამიანი შეადგინა, რომელთა უმეტესობის იდენტიფიცირება უბრალოდ შეუძლებელია..
დღეისთვის უცნობია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ნანგრევებში არიან მოყოლილნი. ვერ ხდება ნანგრევების გასუფთავება, დაჭრილების ევაკუაცია, გარდაცვლილთა მონახვა-დასაფლავება, რადგან რუსეთის არმია შეუწყვეტლად ბომბავს ქალაქს.
ვერ დგინდება დაჭრილთა ზუსტი რაოდენობაც, ამავე მიზეზით.
ყველა საავადმყოფო შეტევიდან უკვე მეორე დღესვე გადაივსო. უკვე არის პირველი ძმათა სასაფლაო 32 ადამიანზე.
ყოველდღიურად, სროლის და დაბომბვის შედეგად, ქალაქი კარგავს 150-მდე მარიუპოლელს.
ქალაქი, პირდაპირი მნიშვნელობით, სისხლისგან იცლება..
ქალაქს სდის სისხლი – 600 ლიტრი ყოველდღე..
ეს მარიუპოლელების სისხლია..
უკრაინელების სისხლია…
ეს გაუსაძლისი ტკივილია…
ტკივილი დილიდან საღამომდე და საღამოდან დილამდე..
ტკივილისა და სასოწარკვეთის დღეებია დაუსრულებლად..
ეს გენოციდი არ არის..
უბრალოდ, კაცობრიობას ჯერ არ მოუფიქრებია სიტყვა, რომელიც მოკლედ აღწერს იმას, რასაც უკრაინელებს უკეთებენ მარიუპოლში.
და მთელი ეს ტკივილი გადაიზარდა დიდ მრისხანებაში.. მრისხანებაში რუსების წინააღმდეგ..
იმიტომ, რომ პუტინი არ აჭერს ხელს საარტილერიო ღილაკს.. მხოლოდ პუტინ არ უჭერს მხარს ამ ომს..
პუტინის ფულით არაა მთელი ეს შეიარაღება შეძენილი..
ეს რუსეთის მოქალაქეების საერთო პასუხისმგებლობაა..
იმედი თითქმის არ არსებობს.
არაფერი აღარ არსებობს ბრაზის გარდა..
მაგრამ ჩვენ ვდგავართ..
შეგიძლია გაანადგურო კედლები..
შეგიძლია სცადო ყველას დახოცვა..
მაგრამ მარიუპოლის სულს ვერ გაანადგურებ..
მარიუპოლი შურს იძიებს”…










